სოსო რობაქიძე:"კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან" - კვირის პალიტრა

სოსო რობაქიძე:"კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან"

კიდევ ერთი ამ დონის მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გარდაცვლილ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს "პალიტრანიუსის" ეთერში გასული ინტერვიუ საკმარისია იმისთვის, რომ დონაძეს და საქმეში ბრალდებული სხვა პირების მიმართ დაუყოვნებლივი გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

"დონაძეს და მიქაძეს დღესაც გამოძიება და მოსამართლე შეჰყავთ შეცდომაში. რამდენჯერ უნდა ჩაიდიონონ ეს დანაშაული?! 85 ადამიანი ადებთ ხელს, დღეს ბაქრაძემაც გააკეთა განცხადება, მანამდე კი მიქაძის მიღებულმა ხალხმა დაადო ხელი, რომ იქ იარაღი არ მინახიაო. ესენი არიან გამყალბებლები და ბევრ რამეზე აქვთ ხელი მოწერილი, ამათმა თავისუფლება არ უნდა ნახონ. არაფრის გამო მომიკლეს შვილი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

"იარაღები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა" - რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ბრალს აღიარებს?