გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დავა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და მკვლელობით დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკვეს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"