"31 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ბასრი იარაღითაა დაჭრილი" - ახალი დეტალები ცოლის მიერ ქმრის დაჭრის ფაქტზე - კვირის პალიტრა

"31 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ბასრი იარაღითაა დაჭრილი" - ახალი დეტალები ცოლის მიერ ქმრის დაჭრის ფაქტზე

ქობულეთში მეუღლის მიერ დაჭრილი 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ირინა დოლიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

"პაციენტი ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ქირურგიული ჩარევები ჩაუტარდა. 31 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით გუმკერდისა და მუცლის ღრუშია დაჭრილი",- აცხადებს ირინა დოლიძე.

"ინტერპრესნიუსი"