"სამართალდამცავებსა და მეზობლებს განუცხადა, რომ ქმარი თავად დაჭრა" - კვირის პალიტრა

"სამართალდამცავებსა და მეზობლებს განუცხადა, რომ ქმარი თავად დაჭრა"

ქობულეთში, ქმრის დაჭრაში ბრალდებული ქალი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია.

მათივე თქმით, "ინცინდენტის შემდეგ ცოლმა სამართალდამცავებსა და მეზობლებს განუცხადა, რომ ქმარი თავად დაჭრა".

დაჭრილი 31 წლის მამაკაცი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"