2017 წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 და სექსუალური ნიადაგზე ძალადობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

2017 წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 და სექსუალური ნიადაგზე ძალადობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიან. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის სტატისტიკაშია ნათქვამი, რომელიც ძალადობის სახეებსა და შემაკავებელი ორდენების გაცემას შეეხება.

სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4176 შემთხვევა დაფიქსირდა, ფიზიკური ძალადობის - 990, ეკონომიკური ძალადობის- 143, იძულების - 97, ხოლო უგულებელყოფის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის ყველაზე მცირე შემთხვევა სექსუალურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობაა. 9 შემთხვევიდან 3-3 თბილისსა და ბათუმში, 2 კახეთში, ხოლო ერთი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"