21 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - რა დაასახელა შსს-მ მკვლელობის მოტივად? - კვირის პალიტრა

21 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - რა დაასახელა შსს-მ მკვლელობის მოტივად?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა.

სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. შსს-ს ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობს ბრალდებით, თბილისში დააკავეს, მკვლელობის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"ლ.გ.- მ 22 თებერვალს, შურისძიების მოტივით, 1997 წელს დაბადებულ ა.გ. -ს სასიკვდლო ჭრილობები მიაყენა დადანაშაულის ადგილიდან მიიმალა", - განაცხადეს უწყებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ჩვენს თვალწინ გაიზარდა, უწესიერესი ბავშვი იყო" - ვინ არის თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა?