თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს - კვირის პალიტრა

თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გრიგალაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღინისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღის ბოლომდე მიმართავს. სახელმწიფო ბრალდება გრიგალაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ამ დროისთვის უცნობია, როდის იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

თემქაზე 21 წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ, გამთენიისას ნახეს. გუშინვე მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

იხილეთ: "მოსვენებას არ აძლევდა, სულ მის გვერდით უნდოდა ყოფნა" - რას ამბობენ თემქაზე მოკლული გოგონას მეგობრები ბრალდებულზე?