თემქაზე მოკლული გოგონას შეყვარებული ბრალს არ აღიარებს - კვირის პალიტრა

თემქაზე მოკლული გოგონას შეყვარებული ბრალს არ აღიარებს

თემქაზე მოკლული გოგონას შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლადო გრიგალაშვილის ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წაუყენეს.

ადვოკატის თქმით, გამოძიებას გრიგალაშვილის მიმართ იქიდან გამომდინარე გაუჩნდა ეჭვი, რომ მოკლული მისი შეყვარებულია და გრიგალაშვილს მასთან ღამის 04:00 საათამდე სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.

თემქაზე 20 წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ, გამთენიისას ნახეს. გუშინვე მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"