"მერწმუნეთ, კიდევ იქნება ხანძარი და ისევ მხოლოდ მედია ატეხს განგაშს"
"მერწმუნეთ, კიდევ იქნება ხანძარი და ისევ მხოლოდ მედია ატეხს განგაშს"
თევდორე მღვდლის ქუჩაზე სადაც სავაჭრო ცენტრები "ქალაქის გული" და "თერგი 1" მდებარეობს, 5000 კვმ ტერიტორია დაიწვა

ბაზრობა, რომელიც ცეცხლის­ ალში­ გაეხვია, თევდორე მღვდ­ლის ქუჩაზეა. დაიწვა ­5000 კვმ ტერიტორია. სავაჭ­რო­ ცენტრ "ქალაქის გულისა" და "თერგი 1"-ის დაზარალებულები გამოსავალს ვერ პოულობენ. საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ,­ რადგან სადაზღვევო კომპანიებმა უარი უთხრეს. ადმი­ნისტრაცია­ მათ კომპანია "თერგის" ტერიტორიაზე სავაჭრო ფართობებს ჰპირდება, თუმცა საქონლის შესაძენი ფული არ აქვთ.

ბოლო წლებში სავაჭრო ობიექტების დაწვით მიღებულმა ზარალმა მილიონობით
ლარს გადააჭარბა, მაგრამ არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის. 2017 წელს საქართველოში მომხდარ ხანძრებს 79 ადამიანი ემსხვერპლა, 250 დაშავდა. განადგურდა უამრავი შენობა-ნაგებობა. ყველაზე შემზარავი 2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძარი იყო, რომელსაც 11 ადამიანი ემსხვერპლა.­ მაშველები მთელი ზაფხული ებრძ­ოდნენ ტყეებში გაჩენილ ხანძრებს.
ყველაზე მასშტაბური ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრებია, რომლებიც ეკოლოგიურ კატასტროფად შეფასდა.

სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულსა" და "თერგი 1"-ში გაჩენილი ხანძრის შემდეგ კვლავ ისმის კითხვა, რატომ ვერ ხერხდება ხანძრების გამოძიება?

ალექსანდრე რეკვავა, ექსპერტი:


- საქმის გამოსაძიებლად საჭიროა ცოდნა და მონდომება. საბჭოთა პერიოდში სახანძრო ლაბორატორია იყო და ადვილად ადგენდნენ მიზეზს. დადგენა რთული არც ახლაა - უამრავი მეთოდი არსებობს...

- ამბობენ, ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე ხანძარი ხელოვნურად გაჩნდაო...

- იქ ბევრი დეტალის დადგენა შეიძლებოდა. ცეცხლმაქრები არ იყოო... ეს რა შუაშია! ხანძარს ხელი შეუწყო ობიექ­ტის სხვა ხარვეზებმა. შარშან შევიდა ძალაში 41-ე დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის შესახებ. ანეკდოტური დადგენილებაა. წერია, იხილე ესა და ეს მუხლიო და ეს მუხლი არ არსებობს! როგორც დავადგინე, ერთმა ამერიკული დადგენილებიდან თარგმნა რაღაც, მეორემ - ევროპულიდან, შეაერთეს და მიიღეს დღეს მოქმედი­ დადგენილება.

- რა რეგულირდება დადგენილებით?

- ეს დადგენილება მშენებარე ობიექტებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ერთი ალთასაა, მეორე - ბალთას. ობიექტი რომ შენდება, მეხანძრემ უნდა განიხილოს სახანძრო უსაფრთხოების საკითხები, მაგრამ ეს 2002 წლის შემდეგ არ ხდებოდა.­ მწარე რეალობაა, რომ უბედური შემთხვევის დროს ატყდება ხმაური, დაიწყება მსჯელობა, მერე კი, მომდევნო შემთხვევამდე, პრობლემა ყველას ავიწყდება. მერწმუნეთ, კიდევ იქნება ხანძარი და ისევ მხოლოდ მედია ატეხს განგაშს... გამოდის, ეს საუბრები წყლის ნაყვაა, რადგან არაფერი კეთდება.

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

- უნდა შეიქმნას სასწავლო დაწესებულება, რომელიც მოამზადებს სახანძრო უსაფრთხოების კვალიფიციურ სპეციალისტებს. ისინი გამოიძიებენ ყველაფერს, გამოაქვეყნებენ სწორ დასკვნებს და დაისჯებიან დამნაშავეები. ასევე შეიმუშავებენ პრევენციულ ღონისძიებებს. ყველას ჰგონია, რომ სახანძრო სამსახურის ფუნქცია ხანძრის ქრობაა, მაგრამ მთავარია პრევენცია. შეიძლება "ბავშვთა სამყაროს" დაწვას არავინ აპირებდა. ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს მიმდებარე ტერიტორიაზე და ცეცხლი გადაედო "ბავშვთა სამყაროს" შენობას, რადგან ტიხარი, რომელიც ბლოკით იყო აშენებული, შეცვალეს შუშის ტიხრით... ვფიქრობ, თუ სპეციალისტებს მოიწვევენ, ეს საქმე გაიხსნება. შემთხვევის ადგილზე ლენტის გაჭიმვა­ და ხელთათმნიანი კრიმინალისტების სიარული არ კმარა დანაშაულის გასახსნელად, პროფესიონალების ჩარევაა საჭირო. მთავარი ნივთმტკიცებების ამოღებაა. უნდა დადგინდეს ხანძრის კერა. თუ ამბობენ, რომ ელექტრობა იყო მიზეზი, მაშინ უნდა დადგინდეს, მოხდა თუ არა მოკლე ჩართვა. მინახავს ხანძარი, რომელიც ერთ-ერთ კორპუსში ვირთხამ გააჩინა. სადარბაზოში შუქი გამორთული­ იყო, მაგრამ ვირთხა შეძვრა სადენში და სხეულის ხახუნით მოკლე ჩართვა გამოიწვია.

კატასტროფა ხდება მეტროში, სად­აც­ პლასტიკატია გამოყენებული. ეს ხომ არაპროფესიონალიზმის შედეგია?! უნდა გაირკვეს, რატომ იწვება ასე მასშტაბურად­ სავაჭრო ობიექტები, თუმცა ამის იმედი არ მაქვს.

"ხანძრების მიზეზების გამოძიება ყველაზე რთულ საგამოძიებო სპეციფიკად ითვლება"


მირიან ნიკოლაძე, იურისტი:

- ძნელი დასადგენია, ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა თუ არა, იყო თუ არა გამოყენებული ნავთობპროდუქტები (ხშირად შეუძლებელია გამოყენებული ნივთიერების დადგენაც), რამდენ ადგილას გაჩნდა ცეცხლი და ა.შ.
ხანძრების მიზეზების გამოძიება ყველაზე რთულ საგამოძიებო სპეციფიკად ითვლება და ძალიან ძნელია მიზეზების დადგენა. მერწმუნეთ, არ არის ადვილი დანაშაულის გახსნა, მით უფრო, ბრალეული პირის გამოვლენა. სწორედ ამიტომაც იყენებენ ხშირად სხვა დანაშაულის კვალის წასაშლელად - ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა ფინანსური მაქინაციების, საგადასახადო დარღვევების მისაჩქმალავად ცეცხლს უკიდებდნენ საქონელს, რათა ვერ დადგენილიყო მისი რაოდენობა.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები