"მკვლელმა ჩემთან სელფი გადაიღო" - რა დეტალები გაიხსენა დოდო გუგეშაშვილმა მკვლობის ვერსიებზე საუბრისას? - კვირის პალიტრა

"მკვლელმა ჩემთან სელფი გადაიღო" - რა დეტალები გაიხსენა დოდო გუგეშაშვილმა მკვლობის ვერსიებზე საუბრისას?

მკვლელობის დამკვეთი და შემსრულებელი არ ყოფილა ერთი და იგივე პირი. ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა მისი შვილის მკვლელობიდან ერთი თვის თავზე, გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში ისაუბრა.

"მკვლელობის დამკვეთი და შემსრულებელი არ ყოფილა ერთი და იგივე პირი. დარმუნებული ვარ ამაში და ამის საფუძველს მაძლევს მახინჯი მკვლელის თხოვნა მასთან სელფის გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს მას შემკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ახლოს არის უკვე სამიზნესთან"- აღნიშნა გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, 7 თებერვალს, დილის საათებში დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. გრიგოლ გუგეშაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, დოდო გუგეშაშვილი კი დაიჭრა