ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს - კვირის პალიტრა

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს

ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს დაკავებულმა ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა ახალგორი დატოვეს და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი ოკუპირებულ დაბაში იმყოფებოდნენ, თუმცა დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ დოკუმენტები ჩამოართვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულები თავს კარგად გრძნობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ოფიციალური უწყებები განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"