"ყოფილი ცოლი, ქალაქის ცენტრში, მოქალაქეთა თვალწინ "კალაშნიკოვით" მოკლა" - კვირის პალიტრა

"ყოფილი ცოლი, ქალაქის ცენტრში, მოქალაქეთა თვალწინ "კალაშნიკოვით" მოკლა"

2018 წლის 11 მარტს, სოხუმში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, სოხუმის მცხოვრებმა ვიქტორ ჯანბამ მისი მეუღლე, რუსეთის მოქალაქე გულნაზ მამედოვა მოკლა. როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარს შორის უკვე დიდი ხანია კონფლიქტი არსებობდა.

ჯერ კიდევ 2015 წელს, სოხუმის სასამართლომ განიხილა მათი სამოქალაქო დავა და დაადგინა, რომ მათ მცირეწლოვან ვაჟს დედასთან უნდა ეცხოვრა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ვიქტორ ჯანბამ, რომელიც 1993 წელს აქტიურად იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ და "აფხაზეთის გმირის" წოდებაც კი მიიღო, არ დაემორჩილა სასამართლო გადაწყვეტილებას და მცირეწლოვანი ბავშვი გადამალა, რათა დედას არ წაეყვანა.

აფხაზური მედიის ცნობით, ამის შემდეგ საქმეში "აფხაზეთის მედიის ასოციაცია" ჩაერთო, მათ რაულ ხაჯიმბასაც სთხოვეს დახმარება, თავის მხრივ, ვიქტორ ჯანბამ, საქმეში მამიდა - მარინა გუმბა ჩართო, რომელიც აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური პარტიის "ამცახარას" ერთ-ერთი გავლენიანი პირია.

მიუხედავად ამისა, მათ ვეღარ გაუწიეს წინააღმდეგობა დე-ფაქტო გენპროკურატურის გადაწყვეტილებას და ბავშვი გულნაზ მამედოვას დაუბრუნეს.

საბოლოოდ ყველაფერი დიდი ტრაგედიით დასრულდა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "ვიქტორ ჯანბამ ყოფილი ცოლი, 1987 წელს დაბადებული გულნაზ მამედოვა, ქალაქის ცენტრში, მოქალაქეთა თვალწინ "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატით მოკლა".

შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს "კალაშნიკოვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ვიქტორ ჯანბა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის დე ფქტო სამართალდამცავებს საკუტარი ნებით ჩაბარდა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ