ინცინდენტი ე.წ. ქურდულ გარჩევას უკავშირდება? - როგორია ზუგდიდში დაჭრილების მდგომარეობა?
ინცინდენტი ე.წ. ქურდულ გარჩევას უკავშირდება? - როგორია ზუგდიდში დაჭრილების მდგომარეობა?
ზუგდიდში დაჭრილი სამი პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა.

"ერთ მათგანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია რეანიმაციაში, ის მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთს ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული, მეორეს კი ზურგის არეში", - განაცხადა ნიკა ჭეჟიამ.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ
მკვლელობის მცდლობის მუხლით დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ინცინდენტი ე.წ. ქურდულ გარჩევას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები