"ბრალდებული საქმის გასარჩევად ბათუმიდან ჩამოვიდა" - ვინ არიან ე.წ. ქურდული გარჩევისას დაჭრილი ახალგაზრდები?
"ბრალდებული საქმის გასარჩევად ბათუმიდან ჩამოვიდა" - ვინ არიან ე.წ. ქურდული გარჩევისას დაჭრილი ახალგაზრდები?
13 თებერვალს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის ე.წ ქურდული გარჩევა, სისხლისღვრით დასრულდა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სამი ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, მათგან განსაკუთრებით მძიმე იყო ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გულმკერდის არეშია დაჭრილი. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

"ერთს ჰქონდა ჭრილობა გულმკერდის არეში და სასწრაფოდ საოპერაციოში შევიყვანეთ. ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში გადავიყვანეთ და მისი მდგომარეობა ისევ საკმაოდ მძიმეა, რადგან სისხლის დიდი დანაკარგი აქვს. მეორეს ჭრილობა ბარძაყის მიდამოში აქვს. მანაც ბევრი სისიხლი დაკარგა. ისიც რეანიმაციულ
განყოფილებაშია მოთავსებული. მესამეს კი ხერხემლის მიდამოშია დაჭრილი. ჰქონდა მცირე მოტეხილობაც, მაგრამ საგანგაშო არაფერი იყო, ისიც სტაციონარშია მოთავსებული",- განაცხადა სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ.

ამ დრომდე არ ხმაურდება საქმის დეტალები და უცნობია, კონკრეტულად რა გახდა კონფლიქტის მიზეზი. თუმცა ცნობილია, რომ ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღით არიან დაჭრილები. ძალოვნებს
ამ დანაშაულის გახსნა არ გაჭირვებიათ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. ფოთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 მარტს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი: 1989 წელს დაბადებული ი.გ. 1990 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1982 წელს დაბადებული მ.პ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19 – 109 მუხლის მე-3 ნაწილით და 236 -ე მუხლის მე-3 ნაწილით",- ნათქვამია განცხადებაში

ექიმების თქმით, დაჭრილი პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერი კეთდება.

ჩვენი ინფორმაციით, იმ დღეს ჭითაწყარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ახალგაზრდების შეკრება. იქ ე.წ. ქურდული გარჩევისას, საქმის გასარჩევად ბრალდებული სპეციალურად ბათუმიდან ჩამოვიდა. როგორც ამბობენ, ამ ჩხუბში 12-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათგან სამი დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით.
დამნაშავე კი მანქანით მიმალა.


ამ დრომდე გაურკვეველია კონკრეტულად რომელ დაჭრილს ურჩევდა საქმეს დამნაშავე. ცნობილია, რომ დაჭრილებიდან ერთ-ერთი ადრე ნასამართლევია, სავარაუდოდ, მასთან ჰქონდა კონფლიქტი ბრალდებულს. ჩვენ დაჭრილების ვინაობაც შევიტყვეთ, ესენი არიან: 29 წლის ირაკლი გადილია, 28 წლის ბესარიონ ნადარეიშვილი და 35 წლის მირიან პერტაია. ისინი ზუგდიდში ცხოვრობენ.

შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არის დევნილთა დასახლება, თუმცა იქაური მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მოჩხუბრები მათ არ დაუნახავთ, რადგან შემთხვევის ადგილი დასახლებიდან ცოტა მოშორებით, გზის საპირისპირო მხარეს არის. დანაშაულის გამოძიება გრძელდება. ალბათ ძალოვნები დაადგენენ უფრო მეტ დეტალს და იმას თუ რატომ იმეტებდა სასიკვდილოდ დამნაშავე სამ ახალგაზრდას. როგორც შევიტყვეთ, დაჭრილები ერთმანეთის მეგობრები არიან. სამართალდამცავები უკვე კითხავენ მოწმეებს და ალბათ დაზარალებულთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვევა რა იყო ე.წ. ქურდული გარჩევის თემა. ამ დრომდე მიზეზი მკაცრად გასაიდუმლოებულია და მიზეზზე არც ძალოვნები და არც დაჭრილების ახლობლები არ ლაპარაკობენ.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)

ენგურელი
14 მარტი 2018 19:25
თქვენ ხომ არ გიჟუჟუნებთ, რა გარჩევის მოტივი გაინტეესებთ ,აყირავდა ქვეყანია, თუ ასე გააგრძელეთ ქვეყანა დაგვემხობა თავზე .მიხედეთ ხალხს მიიხეედეთ... .

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები