"სააკაშვილმა ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა მერაბიშვილმაო"
"სააკაშვილმა ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა მერაბიშვილმაო"
რას ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე?

"მან ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქალაქო სასამართლოში, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც 2005 წელს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, გაიხსენა, თუ როგორ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემა.

"2005 წელს მე თავდაცვის მინისტრის პოსტს ვიკავებდი. ჩემი შეხვედრა მოხდა გელაშვილის ინტერვიუს შემდეგ.
სააკაშვილთან შეხვედრის დროს მისი პოზიცია იყო გამოხატული, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო და ეს მე უნდა გამეკეთებინა. მე უარი ვუთხარი და მერაბიშვილი, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, სააკაშვილის პოზიციას იკავებდა.
მას შემდეგ, რაც უარყოფითი დამოკიდებულება დაინახა, დეტალებზე საუბარი აღარ ყოფილა.

ამ შეხვედრის გარდა ხშირი იყო შეხვედრები, სადაც
მსგავსი საკითხები განიხილებოდა, თუმცა ყოველთვის სხვა პოზიცია მქონდა. მე შევეცადე უშუალო კომუნიკაციას მიშასთან და მისი გადარწმუნება ვცადე. მისი მხრიდან ხისტი პოზიცია იყო და არ გაითვალისწინა ჩემი პოზიცია.

პოსტ-ფაქტუმ მიშასთან საუბარი ერთი ერთზე, კანცელარიაში ან შავნაბადაზე. მე მქონდა გულისწყრომა, როგორც თანაგუნდელს. მან ნიშნის მოგებით მითხრა, რომ ის, რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო. მერაბიშვილთან რომელიც „პადჟიგაწელის" როლს ასრულებდა ხოლმე, ვუთხარი, რომ არ იყო კარგი, რაც გააკეთა. მან მითხრა, რომ ეს პრევენცია იყო სხვებისთვის", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
Vaso
14 მარტი 2018 22:18
Ar vici vin vis ra daavala magram am kacs rom sindisi da girseba dakarguli aqvs tu odesme qonda saertod faqtia.
ucha
14 მარტი 2018 20:47
აუუუუუუ ეს ვინ ყოფილა კაცოოოოო,როგორ დაეცი ასე თუ ყოველთვის ასეთი დაცემული იყავი ირაკლი ჯან???
zura
14 მარტი 2018 16:45
თავი პატიოსნად მოაქვს, ამ მთავრობას არა ვუთხარი ეს რო ასე ამაყდ საუბრობს თავისუფალი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?