ისანში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

ისანში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ისანში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები ნავთლუღის ქუჩაზე ავტომობილში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისანში სპეცოპერაცია ნამდვილად ჩატარდა, თუმცა, მიზეზებზე კომენტარს ხვალ პრესკონფერენციაზე გააკეთებენ.

"რუსთავი 2" კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ერთ-ერთ მოქალაქეს 10 ათას დოლარს სძალავდა.

"ინტერპრესნიუსი"