"კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან და მათი დავალებით მოქმედებდნენ" - ახალი დეტალები ისნის სპეცოპერაციაზე - კვირის პალიტრა

"კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან და მათი დავალებით მოქმედებდნენ" - ახალი დეტალები ისნის სპეცოპერაციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არმაზ და გრიგორ გრიგორიანები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ.

"დაკავებული არიან 1983 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი რ.გ, და 1980 წელს დაბადებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გ.გ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. "კანონიერი ქურდებთან" და მათი დავალებით მოქმედებდნენ. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში.

სამართალდამცველებმა ისანში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი გუშინ დააკავეს.

იხილეთ ასევე: "რუსეთში ე.წ. ქურდულ გარჩევებში აქტიურად მონაწილეობდა" - ვინ არის თბილისში დაკავებული "კანონიერი ქურდი"?