სამტრედიაში ავარიის შედეგად ოჯახის სამი წევრი დაიღუპა - კვირის პალიტრა

სამტრედიაში ავარიის შედეგად ოჯახის სამი წევრი დაიღუპა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. სამივე მოქალაქე ერთი ოჯახის წევრია.

შემთხვევის შედეგად, ასევე დაშავდა 3 პირი, დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"