თემქაზე საცხოვრებელ სახლში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს - კვირის პალიტრა

თემქაზე საცხოვრებელ სახლში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს

თემქაზე საცხოვრებელ სახლში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-3 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სხვა დეტალები უცნობია.