ავარიას ქარელში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, მისი მეუღლე და 2 შვილი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

ავარიას ქარელში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, მისი მეუღლე და 2 შვილი კი დაშავდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში ავტომანქანა ჭიშკარს შეეჯახა, რა დროსაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები არიან გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მეუღლე, 2 არასრულწლოვანი ბავშვი და ოჯახის მეგობარი. შემთხვევა გუშინ, 22:00 საათზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.