ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ამბროლაურის რაიონის სოფელ მუხლთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლიც და მის გვერდით მჯდომი მამაკაციც ადგილზე გარდაიცვალნენ.

ადგილზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"