შაქრო კალაშოვს 9 წლითა 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს - ვინ არის ქალი, რომლის გამოც "ბოსების ბოსი" ციხეში გაუშვეს?
შაქრო კალაშოვს 9 წლითა 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს -  ვინ არის ქალი, რომლის გამოც "ბოსების ბოსი" ციხეში გაუშვეს?
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ "კანონიერ ქურდს" შაქრო კალაშოვს ("შაქრო მალადოი") რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვის გამო, 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კალაშოვის დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

"განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. ჩვენ მას გავასაჩივრებთ", - განუცხადა "რია ნოვოსტის" კალაშოვის ადვოკატმა თენგიზ პაპასკუამ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს რესტორან Elements- თან დაპირისპირებისას, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. გავრცელებული ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი რესტორნის მეპატრონე ჟანა კიმი და
დიზაინერი ფატიმა მისიკოვა გახლდათ - ჟანა უკმაყოფილო იყო მისიკოვას მუშაობით და უარი განაცხადა მისთვის ფული გადაეხადა.

გამოძიების მტკიცებით, რესტორანში შაქრო კალაშოვის ხალხი მივიდა, მათ შორის იყო ანდრეი კოჩუიკოვი, იგივე "იტალიელი". ჟანამ დიზაინერს სთხოვა მოსკოვში მისი რესტორნის და კიდევ ერთი ბარის დიზაინზე ეზრუნა.
საბოლოოდ, დამკვეთს არ
მოეწონა შესრულებული სამუშაო და ფატიმა მისიკოვას მხოლოდ 600.000 ევრო გადაუხადა (უკვე შესრულებული სამუშაოსთვის) და მასთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა, ხოლო თანხით უკმაყოფილო მისიკოვამ, კალაშოვის ხალხთან ერთად, ჟანა კიმს 8 მილიონი რუბლის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ ჟანა კიმი თავის ადვოკატს, გადამდგარ პოლკოვნიკს ედუარდ ბუდუანცევს დაუკავშირდა, რომელიც რესტორანში თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეხვედრა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დასრულდა, სადაც ჟანას ადვოკატმა 2 ადამიანი დაჭრა. კალაშოვი კი მის ხალხთან ერთად დიდძალი თანხის გამოძალვის გამო დააკავეს. ბუდანცევი 2 კაცის მკვლელობის გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ მუხლი შეუცვალეს. (იხილეთ სრულად)

იხილეთ: "მე მდიდარი არ ვარ" - როგორ გამოიყურება შაქრო კალაშოვის აპარტამენტები მოსკოვში?
nino
02 აპრილი 2018 03:06
esenic ar mkavdnen didi gmirebi an ideebis matareblebi globaluri azrovnebit...erti garecari avadmkopebis jgro romelic planetas abinzurebs.
კ ო მ ბ ლ ე
02 აპრილი 2018 03:00
რუსებმა ვერ აიტანეს, რომ ქურდულს ქართველები აყომარებენ აგერ უკვე 30 წელზე მეტია, რაც ვასია ბრილიანტი მოკლეს მის მერე ქურდულში მთავარ სიტყვას ქართველი ქურდები ამბობენ და აჰა! დადგა დრო, გააგორეს ხასანა, ჩააჩოჩეს შაქრო, ყველა წონიანი გასროკეს და იმპერატორის გვირგვინი დაადგეს შიშკანს, ყველა, ვინც საქაერთველოდან არის, განსაკუთრებით თბილისელებს მე ქართველებად ვთვლი და ნუ დაიწყებთ ეს იეზიდია, ის სომეხი, ამას მამა აისორი ყავდა, ის ოსია, თათარი, ებრაელი, კაროჩე თბილისელები ჩემთვის ასობი ნაციაა და მორჩა.
ერთი ქურთი, ანუ იეზიდი მეზობელი მყავდა, ვმეგობრობდით, ჯარიდან რომ დაბრუნდა ერთმა კითხა,
ჯარში ბევრნი იყავით ქართველებიო?
არა ტო, სულ ორნი ვიყავით, მე და ერთი ავლაბრელი სომეხიო. ესეთი ანეგდოტიც არის, მაგრამ ეს ამბავი მართლა მოხდა ისე როგორც მე ვწერ.
აი ესეთი იყო თბილისი 70-80 წლებში, ეს ეხლაა ჩვენ ბირჟებზე ჩინელი ინდოელი და ნიგერიელები ცვითავენ ჯინსებს,
ეხ რა დრო იყო! დიდებული დრო, თან ახალგაზრდა ვიყავი, ხალხი სიყვარულით და სიმართლით ცხოვრობდა, ეხლა ყველაფერი ფულმა ჩაანაცვლა, მერსედესი თუ არ გყავს, სუფრაზეც არ დაგიძახებენ, უფულო არავის ახსოვხარ.
ქუთაიისკი
31 მარტი 2018 07:56
ერთხელ ეგეც დაწერეთ 85 ში წულუკიძეში კვეჯომ ვახო ჩოჩიამ და მონიავამ პანღურები რო ურტყეს და 5 წელი ჩალიჩობდაა სახელის აღდგენას

რუბრიკის სხვა სიახლეები
12-11-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
12-11-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები