ქეთა თოფურიას მამას სამი წელი მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ქეთა თოფურიას მამას სამი წელი მიუსაჯეს

5 ივლისს 27 აპრილს დაპატიმრებული ქართველი კანონიერი ქურდის, ანდრო თოფურიას სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსკოვში მცხოვრები ქართველი

მომღერლის, ქეთა თოფურიას მამა ნარკოტიკების უკანონო შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს და რადგანაც იგი ადრეც იყო ნასამართლევი, სულ ცოტა, შვიდი წლით ეკუთვნოდა თავისუფლების აღკვეთა.

- ჩემი კლიენტი ძალიან ცუდად არის. მას ციხეში გულის შეტევაც დაემართა, ავადმყოფი კაცია, სრულად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და გთხოვთ, მაქსიმალურად მცირე სასჯელი მისცეთ, - ამ სიტყვებით წარდგა თოფურიას ადვოკატი რევაზ სულაქველიძე სასამართლოს წინაშე. ვერ გეტყვით, მისმა სიტყვებმა აუჩუყა გული მოსამართლეს თუ განსასჯელის გარეგნობამ, რომელიც აშკარად ვერ გამოიყურებოდა კარგად, მაგრამ სასამართლომ თოფურიას არარეალურად დაბალი სასჯელი, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

- მადლობა, პატივცემულო მოსამართლევ! - ეს იყო ერთადერთი ფრაზა, რომელიც სასამართლო დარბაზში განსასჯელმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა.

არმაზ ხარძიანი "ყველა სიახლე" # 27