"არავის ელაპარაკება... მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს" - რას ჰყვება იმ უცხოელის ადვოკატი, რომელიც 13 წლის ბიჭს დაესხა თავს? - კვირის პალიტრა

"არავის ელაპარაკება... მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს" - რას ჰყვება იმ უცხოელის ადვოკატი, რომელიც 13 წლის ბიჭს დაესხა თავს?

რამდენიმე დღის წინ, საბურთალოზე, ლოფტში 13 წლის მოზარდს თავს აზერბაიჯანის მოქალაქე 18 წლის ბიჭი დაესხა, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

მომხდარზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

სასამართლო დარბაზში ბადრაგმა შემოიყვანა. გაფითრებული იყო. გაფართოებული თვალები დარბაზს მოავლო და დაჯდა. გვერდით თარჯიმანი მიუჯდა: "ადვოკატთან ხომ არ გაქვთ რამე სათქმელი?" თავი გააქნია და რუსულად ჩაილაპარაკა: "მე ყველაფერს ვიტყვი." თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა... აშკარაა, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა ოფიციალური დასკვნა ჯერ საქმეში არ არის...

აზერბაიჯანის მოქალაქეს, 18 წლის იაშარ გასიმზადევს ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

ბრალდებულის ინტერესს იცავს იურიდიული სამსახურის ადვოკატი გიორგი მდინარაძე:

- ფსიქიკური პრობლემები აშკარაა. საქართველოში არ ცხოვრობდა. როგორც ირკვევა, ორი კვირის ჩამოსულია, თუმცა მანამდეც რამდენჯერმეა ნამყოფი. აქ რას აკეთებდა, არ ვიცით.

არავის ელაპარაკება. რამდენჯერმე ვთხოვე, სასამართლოზეც კი, რაღაც პოზიცია გამოეხატა, მაგრამ არაფერს ამბობს, მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს. თარჯიმანმა მის ოჯახთან დაკავშირება სცადა, მაგრამ რა ნომერიც გვითხრა, გათიშულია...

საელჩოს დახმარებით შევეცდებით, ოჯახს ხმა მივაწვდინოთ...

ჯერჯერობით უცნობია, შეურაცხადობის დადასტურების შემთხვევაში მოხდება თუ არა მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება.

სასამართლო სხდომას დაზარალებულის ახლობლები არ ესწრებოდნენ. როგორც ირკვევა, ოჯახს და დაზარალებულს ბრალდებულთან კავშირი არ ჰქონდათ.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

თეა ხურცილავა

იხილეთ ვიდეო - რა მოხდა საბურთალოზე?