"უკვე ასაფრენ-დასაფრენი ზოლისკენ მიემართებოდა, როცა მგზავრი შეუძლოდ გახდა" - რა მოხდა თბილისი-სტამბოლის რეისზე? - კვირის პალიტრა

"უკვე ასაფრენ-დასაფრენი ზოლისკენ მიემართებოდა, როცა მგზავრი შეუძლოდ გახდა" - რა მოხდა თბილისი-სტამბოლის რეისზე?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქე თბილისი-სტამბოლის რეისის მგზავრი იყო.

როგორც kvirispalitra.ge თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია "ტავ ჯორჯიაში" განუცხადეს, 28 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ხომალდზე ექიმების შესვლამდე გარდაიცვალა.

"მგზავრი შეუძლოდ გახდა მაშინ, როდესაც ავიაკომპანია "პეგასუსის" თვითმფრინავი უკვე ასაფრენ-დასაფრენ ზოლისკენ მიემართებოდა, ბორტიდან მაშინვე დაუკავშირდნენ აეროპორტს ექიმის გამოსაძახებლად. თვითმფრინავიც უკან მობრუნდა. როგორც კი ხომალდი ხიდს მიადგა, ექიმები მაშინვე შიგნით შევიდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო. შემთხვევა დღეს გამთენიისას, თბილისი-სტამბოლის რეისზე მოხდა, გარდაცვალების მიზეზი ჩვენთვის უცნობია", - განაცხადეს კომპანიაში.

ერთ-ერთი ვერსიით, მგზავრის გარადაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო