"საწყალი გოგო საშინელ დღეშია, ქმარმა ძმა მოუკლა"
"საწყალი გოგო საშინელ დღეშია, ქმარმა ძმა მოუკლა"
რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა მუხიანში, სადაც ამ დასახლების მკვიდრი, ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 117- ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც გაირკვა, მკვლელობაში ბრალდებული, გარდაცვლილის სიძე, 1982 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც ქვეყნის დატოვებას წითელი ხიდიდან ცდილობდა.

"13 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ნახეს დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მამაკაცს ქვედა კიდურებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. დაჭრილი სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის" ტერიტორიაზე, გარდაცვლილის ნათესავი - გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ გ.ა.-ს სახელზე რეგისტრირებული დანაშაულის ჩადენის იარაღი - "რემუმინგტონ
70"- ის მოდელის შაშხანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია ტყვიის 2 მასრა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობაში ბრალდებულმა ცოლისძმა დათო ვარდიაშვილი შეიწირა.
გარდაცვლილის მეზობელი ამბობს, რომ დათო ამ უბანში იყო დაბადებული და გაზრდილი.

- დათო საუკეთესო ბიჭი იყო, თავაზიანი და მშრომელი. ბოლო დროს დისტრიბუციაში მუშაობდა და ლუკმაპურის ფულს ასე შოულობდა, ყველასთვის აუხსნელია რატომ გაიმეტა დის ქმარმა ასე. სუფრაზე ერთად ყოფილან. დათოს დედისთვის ყველა სიხარული დამთავრებულია, სიძე ოჯახისთვის სასჯელად იქცა.

- ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული სპორტსმენია?
- დიახ, ყოფილი რაგბისტია. მკვლელობამდეც ამ ოჯახს სიცოცხლე გაუმწარა თავისი სიმთვრალით, შარებით და ეჭვიანობით. ამის გამო დათოს და დიდი ხნით გაშორებულიც კი იყო ქმართან; მაგრამ მერე ისევ შერიგდნენ. ის კი, დამშვიდების ნაცვლად, კიდევ უფრო გაბოროტდა და ახლა აღმოჩნდა, რომ იარაღიც უყიდია კაცის მოსაკლავად. საწყალი გოგო საშინელ დღეშია, ქმარმა ძმა მოუკლა.

- მკვლელობის დღეს გარდაცვლილსა და მკვლელობაში ბრალდებულს კონფლიქტი ჰქონდათ?

- სუფრაზე ერთად იყვნენ, უფრო სწორედ დათო მოგვიანებით მისულა, სიძე აღარ მოშვებია, მოდი და ჩემს გვერდით დაჯექიო...

დათოს მეგობრები ამბობენ, - სულ იმას ამბობდა, ჩემი სიძის საქციელი არ მომწონს, მაგრამ მინდა თუ არა, ურთიერთობა მაინც უნდა მქონდესო. სუფრაზე ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, გვიან ღამით რაღაცით უკმაყოფილო სიძემ ცოლის ძმას გარეთ გასვლა მოსთხოვა, დათოც გაჰყვა. იმ არაკაცმა ბიჭი სახლიდან ლამის ნახევარი კილომეტრის მოშორებით წაიყვანა, თან საშინელი ამინდი იყო, დელგმა.

ერთ - ერთ სკოლასთან, ჩამონგრეულ- ჩაბნელებული ადგილია და სწორედ იქ მიიყვანა. იმ ოჯახიდან, სადაც სუფრა იყო, ქალები ადგნენ და უკან გაჰყვნენ, მაგრამ ვერც მათ, ვერც მერე მისულმა ხალხმა დათო სიკვდილისაგან ვერ იხსნა, - იმ არაკაცმა ყველას თვალწინ დააცალა იარაღი ბიჭს. საწყალი საავადმყოფოში კი გადაიყვანეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს, როგორც გავიგე, არტერიაში მოხვედრია ტყვია და სისხლისაგან დაცლილა. თავად მკვლელი კი მანქანაში ჩაჯდა და პირდაპირ წითელ ხიდთან გაიქცა - ქვეყნიდან გარბოდა, რომ არ დაეჭირათ, ამხელა ცოდვით მაინც ბედნიერად იცხოვრებდა.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო
ცოტნე
16 აპრილი 2018 13:24
დამნაშავის სახელს და გვარს რატომ მალავთ?!
1 წელიწადში მარგველაშვილი მაინც გაანთავისუფლებს და ხალხმა არ უნსა ვიცოდეთ ქუჩაში ჩვენს გვერდით ვინ დადის ხო?!

გვეშველება, მთავარია უფლის იმედი არ დავკარგოთ...
რევაზი
16 აპრილი 2018 10:25
ალბად არსებობს ასეთი ჯიში,მკვლელების.
ღმერთმა გაანათლოს გარაცვლილი.
datiko48
15 აპრილი 2018 22:28
ამიტომ უნდა აიკრძალოს იარაღის გაყიდვა და შემოვიდეს კანონი მკვლელის სიკვდილით დასჯის შესახებ,განადგურდა გადაშენდა ქართველთა 90%,აღარ დარჩა ადამიანობის თუნდაც მცირედი სულიერება,ყველას უნდა თავი წარმოიჩინოს როგორც "მმართველმა",და უნდა გაუქმდეს შეწყალების კანონი ყველაზე,როდესაც ანგელოზ 25 წლის ბავშვეს რომ მოუკლავ მის ანგელოზ შვილების თვალწინ არის კი მასში ადამიანური სულიერება?
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?