"ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა - გადახტაო" - შემზარავი მკვლელობა ვაკეში
"ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა - გადახტაო" - შემზარავი მკვლელობა ვაკეში
13 აპრილს თბილისის ცენტრში შემზარავი მკვლელობა მოხდა - 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მამინაცვალმა ყელი გამოსჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბავშვების განწირული კივილი მეზობლებმა გაიგონეს და პატრული გამოიძახეს. მისულებს ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარ ტრაგედიაზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამოანრიდებს გთავაზობთ:

"ბავშვების ტირილი გავიგონე. კარი რომ არავინ გამიღო, სალონში ჩავედი და ვთხოვე, გამომყოლოდნენ. ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა - გადახტაო. ვიფიქრეთ, რომ
თაკო გადახტა. ეზოში რომ ვერავინ ვნახე, ამოვბრუნდი და მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ გოგონა იყო გარდაცვლილი", - გვითხრა მეზობელმა, რომელმაც მომხდარი პოლიციას აცნობა.

ვეფხია ბაქრაძე
1991-1992 წლებში არასაუწყებო დაცვის პოლიციაში მუშაობდა, თუმცა შემდეგ სამსახური დაატოვებინეს და შსს-ს სტრუქტურებში აღარ უმუშავია.

1972 წელს დაბადებულ ვეფხია ბაქრაძისთვის ეს
მეორე ქორწინება იყო. ნათია გობაძეს კი პირველი ქორწინებიდან ორი შვილი­ ჰყავს.

- ქმარი ხშირად სცემდა. განსა­კუთრებით ბოლო დროს გამწვავდა მათ შორის ურთიერთობა. ვეფხია ერთი წელია, რაც ციხიდან გამოვიდა. ის მაშინაც ნათია გობაძეზე ძალადობისთვის გაასამართლეს და ორი წელი იჯდა. ციხიდან გამოსულმა ბათუმში ჩააკითხა ნათიას, რომელიც რესტორანში მზარეულად მუშაობდა და მისთვის ყვავილები მიუტანია. სთხოვდა, ზღვაზე გავისეირნოთო. ქალი რომ არ გაჰყვა, თავი ქვით გაუტეხა, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

- ნათია ამბობდა, მეშინია, შვილ­ების მოკვლით მემუქრებაო. ამიტომ დაშო­რდა ქმარს, მაგრამ კაცი სახლში აკითხავდა, ეჩხუბებოდა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"

თეა ხურცილავა
MAR
16 აპრილი 2018 19:33
სამართალდამცავებო იღონეთ რაღაც დიდი და მძიმე სასჯელი ამ მკვლელების მიმართ ხომ ხედავთ რომ არაფერი აშინებთ, ან რამ უნდა შეაშინოს ერთ წელში გარეთ გამოდიან, ესე აღარ შეიძლება გაამკაცრედ კანონი, მკვლელს 4-დან, 7-წლამდეო რომ უსჯით ეს რა უბედურებაა ჩვენს თავს, 30-წელზე ნაკლები არ უნდა მიუსაჯოთ თუ დახვრეტის კანონს არ აღადგენთ ჩაალპეთ ციხეში, როდემდის უნდა ახოცინოთ ეს უდანაშაულო ადამიანები ამ არაკაც მკვლელებს
mamula
16 აპრილი 2018 18:11
ევროპელო მარინა, თავის დროზე სიკვდილით დასჯას მიესალმე, ჰუმანური წესიაო და ახლა კი ქარაგმულად ცდილობ გადააკეთო რაღაც...სულ მალე რაღაც დღესასწაულზე გამოუშვებენ მაგას და მაგნაირ მკვლელებს, რა არ იცი რომ ასე იქნება? ჰოდა ეს იქნება შენი სამაგალითო დემოკრატია
ketili
16 აპრილი 2018 17:38
ადამიანი რომელიც განზრახ ჩაიდენს გამიზნულად ჩაიდენს მკვლელობას . უნდა დაისაჯოს სიკვდილით .

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები