"ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა - გადახტაო" - შემზარავი მკვლელობა ვაკეში - კვირის პალიტრა

"ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა - გადახტაო" - შემზარავი მკვლელობა ვაკეში

13 აპრილს თბილისის ცენტრში შემზარავი მკვლელობა მოხდა - 25 წლის თაკო გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მამინაცვალმა ყელი გამოსჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბავშვების განწირული კივილი მეზობლებმა გაიგონეს და პატრული გამოიძახეს. მისულებს ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარ ტრაგედიაზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამოანრიდებს გთავაზობთ:

"ბავშვების ტირილი გავიგონე. კარი რომ არავინ გამიღო, სალონში ჩავედი და ვთხოვე, გამომყოლოდნენ. ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა - გადახტაო. ვიფიქრეთ, რომ თაკო გადახტა. ეზოში რომ ვერავინ ვნახე, ამოვბრუნდი და მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ გოგონა იყო გარდაცვლილი", - გვითხრა მეზობელმა, რომელმაც მომხდარი პოლიციას აცნობა.

ვეფხია ბაქრაძე 1991-1992 წლებში არასაუწყებო დაცვის პოლიციაში მუშაობდა, თუმცა შემდეგ სამსახური დაატოვებინეს და შსს-ს სტრუქტურებში აღარ უმუშავია.

1972 წელს დაბადებულ ვეფხია ბაქრაძისთვის ეს მეორე ქორწინება იყო. ნათია გობაძეს კი პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

- ქმარი ხშირად სცემდა. განსაკუთრებით ბოლო დროს გამწვავდა მათ შორის ურთიერთობა. ვეფხია ერთი წელია, რაც ციხიდან გამოვიდა. ის მაშინაც ნათია გობაძეზე ძალადობისთვის გაასამართლეს და ორი წელი იჯდა. ციხიდან გამოსულმა ბათუმში ჩააკითხა ნათიას, რომელიც რესტორანში მზარეულად მუშაობდა და მისთვის ყვავილები მიუტანია. სთხოვდა, ზღვაზე გავისეირნოთო. ქალი რომ არ გაჰყვა, თავი ქვით გაუტეხა, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

- ნათია ამბობდა, მეშინია, შვილების მოკვლით მემუქრებაო. ამიტომ დაშორდა ქმარს, მაგრამ კაცი სახლში აკითხავდა, ეჩხუბებოდა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"

თეა ხურცილავა