"არ მინდა ხელის მოწერა - მეთქი, აბა რა გინდა, ხელი მოგაჭრაო?" - ბარნოვზე მოკლული ქალის დედის თქმით, ვეფხია ბაქრაძემ დაქორწინება აიძულა
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა, ყოფილი მეუღლის შეწყალების საქმეზე განმარტებას აკეთებს. ნათია გობაძის თქმით, ვეფხია ბაქრაძის ციხეში ყოფნის პერიოდში განცხადება დაწერა, თუმცა არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ მისი შვილის სოციალური დახმარების საკითხზე.

"ვეფხია რაც ციხეში იყო, იმ პერიოდში ორჯერ ვიყავი მასთან. ორივეჯერ მისი დაჟინებული თხოვნით. ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ ლიკას, თავის შვილს სოციალურ დახმარებას არ აძლევდნენ და ჩემი განცხადება იყო საჭირო. მე დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ლიკას
გამო ამას გავაკეთებდი. მე და ლიკა წავედით ავლაბარში, ზუსტად არ მახსოვს რა დაწესებულება იყო და დავწერე განცხადება ორი სიტყვით, შეიწყალეთ ვეფხო, ლიკამაც მოაწერა ხელი. მერე გაირკვა, რომ უარი მოვიდა ჩვენს განცხადებაზე. როგორც ახლა ვიგებ, ეგ ყოფილა ის განცხადება, რომ ის ციხიდან გამოსულიყო. რომ მცოდნოდა, ამას
რატომ დავწერდი? მე ვიფიქრე, რომ ლიკას დავეხმარები მეთქი", - აღნიშნა ნათია გობაძემ.

ამასთან, ნათია გობაძემ აღნიშნა, რომ მას ვეფხია ბაქრაძემ დაქორწინებაც აიძულა.

"ჩემი შვილები რომ მიშლიდნენ ურთიერთობას, ეს იცოდა. 30 მარტს სამსახურში მივდიოდი, დამხვდა, მუქარით მანქანაში ჩამსვა და იუსტიციის სახლში წამიყვანა. მე არ ვაპირებდი ხელის მოწერას, მაგრამ ისევ დამემუქრა. - ეხლა არ მაინტერესებს, პირდაპირ წავალთ იუსტიციაში და ხელს მოაწერო, ვუხარი, არ მინდა შენთან ხელის მოწერა - მეთქი, აბა რა გინდა, ხელი მოგაჭრაო?. სიტუაციის გართულებას მოვერიდე და დავთანხმდი. 30 მარტიდან ჩვენ კანონიერი ცოლ-ქმარი ვართ. პოლონეთში უნდოდა ჩემთან ერთად წასვლა. ყველაფერზე ვთანხმდებოდი, რადგან მე მაისში ქვეყნის დატოვებას ვაპირებდი და ვფიქრობდი, რომ მოვიშორებდი თავიდან", - განაცხადა გობაძემ.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ყოფილმა ქმარმა ჯაჭვით დამაბა... მემუქრებოდა, რომ შვილს მომიკლავდა" - რას ამბობს ვაკეში მოკლული ქალის დედა?

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?