"უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვი­ჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო" - 18-წლიანი პატიმრობა მამიდაშვილის მკვლელობისთვის
"უთქვამს, საშინელებათა ფილმს ვუყურებდი და ამიტომ მოვი­ჭამე თითი, მერე ანა მოვკალი დანითო" - 18-წლიანი პატიმრობა მამიდაშვილის მკვლელობისთვის
სასამართლომ გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16
ივლისს, ქალაქ თბილისში, რ.ა.-მ მუქარითა და ძალის გამოყენებით მამიდაშვილის ა.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, თუმცა ა.ხ.-ს მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. დანაშაულის დაფარვის მიზნით რ.ა.-მ განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, დანით ა.ხ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ა.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რ.ა. 2017 წლის 18 ივლისს ქალაქ ფოთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", – ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მოხდა - 19 წლის ანა ხელაძე დეიდის ბინის საძინებელში ყელგამოჭრილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდება ანას ბიძაშვილს, 22 წლის რობერტ ახალაიას წაუყენეს. ის ფოთში დააკავეს.

როგორც სასამართლოზე განაცხადა, მომხდარი მოგვიანებით გაიაზრა. "მე ფოთში, ზღვაზე ვიყავი, როდესაც პოლიციელები მოვიდნენ და მითხრეს, რომ დაბარებული ვიყავი. მათ ჩემი ნებით გავყევი. ფოთში იმიტომ წავედი, რომ დავფიქრებუ­ლიყავი ჩემს ქმედებაზე. თავიდან არ მქონდა განზრ­ახული, გამოვცხადებულიყავი. პოლიციას გავყევი, გზაში მივხვდი, რომ ასე ჯობდა", - განაცხადა სასამართლოზე რობერტ ახალაიამ. (იხილეთ სრულად)


!!!
17 აპრილი 2018 10:13
რატომ სამუდამო პატიმრობა არა?!!!
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?