"ან შევაკვდები, ან მათ ერთად არ ვაცოცხლებ, დღეს თუ ხვალ დედას მომიკლავსო"- რას ამბობს სასტიკად მოკლული 25 წლის გოგოს მამა?
"ან შევაკვდები, ან მათ ერთად არ ვაცოცხლებ, დღეს თუ ხვალ დედას მომიკლავსო"- რას ამბობს სასტიკად მოკლული 25 წლის გოგოს მამა?
13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მოკლული ახალგაზრდა ქალის მამამ განაცხადა, მან იცოდა როგორ ექცეოდა მკვლელობაში ბრალდებული მის ყოფილ
მეუღლეს და შვილებს.

"ვიცოდი, როგორც ექცეოდა ჩემს ყოფილ მეუღლეს, საერთოდ ვიცოდი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო მათი ერთად ყოფნა. ისიც ვიცოდი, რომ ბავშვები ძალიან განიცდიდნენ ამ მდგომარეობას. ჩემთანაც საუბრობდნენ ამის შესახებ შვილები, მაგრამ ასეთი აზრი ჰქონდა, ჩემს შვილს, რომელიც მოკლეს., "მამაო, მე ან შევაკვდები ამ
საქმეს, ან მათ ერთად არ ვაცოცხლებო იმიტომ, რომ დღეს თუ ხვალ მაინც მომიკლავს დედასო", - განაცხადა ზვიად გამრეკელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო
???
17 აპრილი 2018 12:55
ხოდა იცოდეთ ძალადობის არსებობის შესახებ და ხმა ა ამოიღოთ და კიდევ რამდენი საშინელება დატრიალდება, ვნახოთ, მაინცდამაინც ეს გვინდა? აქ არ არის ლაპარაკი, ხმის ამოღებით რომ სხვას, "ჩაუშვებთ" აქ საუბარია რომ ამით სხვის სიცოცხლეს გავუფრთხილდებით, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თ კაცი, დიდია თ პატარა
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ირაკლი კობახიძის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?