"ან შევაკვდები, ან მათ ერთად არ ვაცოცხლებ, დღეს თუ ხვალ დედას მომიკლავსო"- რას ამბობს სასტიკად მოკლული 25 წლის გოგოს მამა? - კვირის პალიტრა

"ან შევაკვდები, ან მათ ერთად არ ვაცოცხლებ, დღეს თუ ხვალ დედას მომიკლავსო"- რას ამბობს სასტიკად მოკლული 25 წლის გოგოს მამა?

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მოკლული ახალგაზრდა ქალის მამამ განაცხადა, მან იცოდა როგორ ექცეოდა მკვლელობაში ბრალდებული მის ყოფილ მეუღლეს და შვილებს.

"ვიცოდი, როგორც ექცეოდა ჩემს ყოფილ მეუღლეს, საერთოდ ვიცოდი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო მათი ერთად ყოფნა. ისიც ვიცოდი, რომ ბავშვები ძალიან განიცდიდნენ ამ მდგომარეობას. ჩემთანაც საუბრობდნენ ამის შესახებ შვილები, მაგრამ ასეთი აზრი ჰქონდა, ჩემს შვილს, რომელიც მოკლეს., "მამაო, მე ან შევაკვდები ამ საქმეს, ან მათ ერთად არ ვაცოცხლებო იმიტომ, რომ დღეს თუ ხვალ მაინც მომიკლავს დედასო", - განაცხადა ზვიად გამრეკელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო