"თაკოსთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, ვიდრე საკუთარ ღვიძლ დასთან" - რას ამბობს 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

"თაკოსთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, ვიდრე საკუთარ ღვიძლ დასთან" - რას ამბობს 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ქალიშვილი?

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის ქალიშვილი ამბობს, რომ მოკლულ თაკო გამრეკელაშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

"თაკოსთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, ვიდრე საკუთარ ღვიძლ დასთან, თაკოს სამძიმარს უფრო მიცხადებენ, ვიდრე მამაჩემის ამ საქციელს. ძალიან მინდა, რომ სამძიმარზე ჩავიდე და ბოლოჯერ ვნახო" - ამბობს ლიკა ბაქრაძე

იხილეთ ვიდეო