"ისეთი ადამიანი არ არის წამოუაროს და ესეთი რამე გააკეთოს, რაღაც დიდ ზომამდე მიიყვანეს"- რას ამბობს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

"ისეთი ადამიანი არ არის წამოუაროს და ესეთი რამე გააკეთოს, რაღაც დიდ ზომამდე მიიყვანეს"- რას ამბობს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ქალიშვილი?

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის ქალიშვილი ამბობს, რომ ამ ამბის შემდეგ მამამისი შინაგანად მოკვდება.

" არანაირად არ ვამართლებ, სასჯელი უნდა მიიღოს, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ისეთი ადამინი არ არის წამოუაროს და ესეთი რამე გააკეთოს, რაღაც დიდ ზომამდე მიიყვანეს",-ამბობს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ქალიშვილი.