რას ამბობს შს მინისტრი ბარნოვზე მოკლული ახალგაზრდა ქალის საქმეზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს შს მინისტრი ბარნოვზე მოკლული ახალგაზრდა ქალის საქმეზე?

"ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული და გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. მისი თქმით, მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებში დამნაშავე პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯნონ.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.