25 წლის ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მამა დაკავებულია - რა მოხდა სიღნაღში? - კვირის პალიტრა

25 წლის ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მამა დაკავებულია - რა მოხდა სიღნაღში?

50 წლის მამაკაცი, რომელმაც 25 წლის შვილი სცემა, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები აცხადებენ, მამაკაცმა 25 წლის შვილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. ნაცემი ქალი წნორის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე პაციენტი სახლში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"