ოთხი დაშავებულიდან 2 მცირეწლოვანია - ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - კვირის პალიტრა

ოთხი დაშავებულიდან 2 მცირეწლოვანია - ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი "ჰონდას" მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, პაციენტებს პირველადი სამედიცინო გამოკვლევა უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართალის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"