"არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული დედა და..." - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება
23-04-2018
"არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული დედა და..." - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება
13 აპრილს, საღამოს, ბარნოვის ქუჩაზე მისულ სამართალდამცავებს ბინაში უმძიმესი სურათი დახვდათ - 3 და 6 წლის პატარები საზარელი ტრაგედიის თვითმხილველი გახდნენ. ბავშვების 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
დანაშაულის გახსნა სამართალდამცავებს არ გასჭირვებიათ - თავად ცოლმა ამხილა დამნაშავე. როგორც ირკვევა, შვილის მოსაკითხად ნათელა გაბოძემ ტელეფონზე დარეკა, ყურმილი კი მისმა ქმარმა ვეფხია ბაქრაძემ აიღო და კითხვაზე: სად არის თაკო, უპასუხა, მიწაშიო.

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ვეფხვია ბაქრაძის ჩვენება,
რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ (სტილი დაცულია):

"ციხიდან გამოვედი 2017 წლის 25 მაისს, გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად წავედი ჩემს ქალიშვილთან, ლიკასთან. ნათელას მობილურზე სმს გავუგზავნე, რომ მინდო
და მისი ნახვა. შევხვდი, გადავწყვიტეთ ისევ ერთად ცხოვრება, ის მაშინ ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა... როცა რამდენიმე დღით ბრუნდებოდა თბილისში, ჩემთან ნაქირავებ ბინაში მოდიოდა და მილაგებდა ყველაფერს, ბინა შინდისის ქუჩაზე მქონდა ნაქირავები. როდესაც ჩემთან რჩებოდა, მეუბნებოდა, რომ ჩემთან ურთიერთობას უშლიდა მისი უფროსი ქალიშვილი თამარი, თუ რა მოტივით, არ ვიცი. მიუხედავად თამარის ასეთი წინააღმდეგობისა, ჩვენ ისევ დავიწყეთ თანაცხოვრება და საცხოვრებლად გადავედით სოლოლაკში. თამარი და თათია ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში თამარის ბავშვებთან ერთად. ჩვენ ხშირად ავდიოდით ბარნოვზეც, მაგრამ იქ არასოდეს დამხვედრია თამარი...
13 აპრილს, გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი.

13 აპრილს, დაახლოებით 19 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევირბინე "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე, შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა...

...
გამახსენდა, რომ ნათელას ეცვა შარვლები, რომელიც მე არ მსიამოვნებდა, ავიღე სამზარეულოდან დანა და დავჭერი. ვინაიდან ზოგი შარვალი არ დაიჭრა, ჩავედი ისევ მანქანაში, ავიღე იქიდან დიდი ზომის დანა, ისევ დავბრუნდი სახლში და დავჭერი დარჩენილი შარვლები და ტუფლები, რაზეც შემდეგ ზემოდან დავასხი 2-ლიტრიანი ბოთლიდან ბენზინი და გადავწყვიტე მათი დაწვა. მაგრამ მალევე გადავიფიქრე. გადავწყვიტე დაწყნარება და ჩავჯექი კრესლოში, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ. ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა თხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა. მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ლიკას შვილების ბაბუა და არ შეშინებოდათ. თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ. ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე. ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ...

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ვსვამდით, როცა თქვა, თავს მოვიკლავო, ვკითხე, რატომ - მეთქი და მიპასუხა, გოგო მოვკალიო"
4444
30 აპრილი 2018 19:16
კიდევ თავის დაძვრენას რომ ცდილობს.
იკა
24 აპრილი 2018 20:45
აუ შევარდნაძის დრო იყოოოს, შენნაირს ციხეში რაც მოუვიდოდა ხომ აზრზე ხარ... აფსუუს რა გაგიმართლა..
მართალი
23 აპრილი 2018 14:27
ახლა მაინც არ დაინდოთ ეს არაკაცი, მიუსაჯეთ სამუდამო.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები