ბათუმში სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ბათუმში სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში სანაპიროსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთ სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღნიშნება. ფაქტზე უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რაც შეეხება უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს, ის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.