რა აკავშირებდა ქურდული სამყაროს "გენერალ სიმუსს" სააკაშვილთან და რატომ ელიან დიდ "ქურდულ ომს?"
რა აკავშირებდა ქურდული სამყაროს "გენერალ სიმუსს" სააკაშვილთან და რატომ ელიან დიდ "ქურდულ ომს?"
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის 10- წლიანი პატიმრობა დასასრულს უახლოვდება.

კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა ნაწილი მას არა მხოლოდ გენერლად, "გენერალ სიმუსად" მიიჩნევს. ტარიელ ონიანი, მეტსახელად, "ტარო" რუსეთის ერთ-ერთ განსაკუთრებული რეჟიმის საპყრობილეში "Чёрный дельфин"-ში იხდის სასჯელს, რომელიც ორენბურგის ოლქში მდებარეობს. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები შიშით ელიან მისი პატიმრობის დასასრულს, ვარაუდობენ, რომ როგორც კი "ტარო" საპატიმროს დატოვებს, კრიმინალურ სამყაროში დიდი არეულობა დაიწყება


როგორც ამბობენ, "ტაროს" გათავისუფლების შემდეგ, კრიმინალურ სამყაროში ახალ დიდ ქურდულ ომს ელოდებიან.

პირველი ყველაზე სისხლიანი დაპირსპირება ქურდულ სამყაროში 1940-იანი წლების მეორე ნახევარში მოხდა, როცა ორ ჯგუფად გაყოფილი ქურდები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებოდნენ. ერთი ჯგუფის წარმომადგენლები ფრონტზეც იბრძოდნენ, ეს მათ კრიმინალურ საქმიანობაშ ხელს არ უშლიდა, ერთ-ერთი მათგანი საბჭოთა კავშირის გმირიც კი გახდა, ქურდების მეორე ნაწილი კი ამ "გაგებას"
ეწინააღმდეგებოდა.

მეორე ომი კი 1950-იან წლებში მოხდა და როგორც ამბობენ, ნიკიტა ხრუშჩოვის პროვოცირებული იყო. მან საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ე.წ. კანონიერი ქურდი ერთ საპყრობილეში მოათავსა და კრიმინალური ავტორიტეტები ერთმანეთს დააპირისპირა.

მესამე ქურდული დაპირისპირება 90-იანებში დაიწყო, მაშინ როცა "ქურდული კოდექსი" მკვეთრად გაუფასურდა და სწორედ ამ პერიოდში ქრებოდა ზღვარი "პროფესიონალ ქურდებსა" და ქვეყნის ელიტის წარმომადგენლებს შორის. იმ პერიოდში რუსეთში უკვე რთული გასარჩევი იყო, ქურდები გახდნენ ელიტის წარმომადგენლები, თუ ამ მაღალი წრის წარმომადგენლები ეზიარნენ "ქურდულ მენტალიტეტს". სწორედ ამ მესამე დიდი დაპირისპირების სათავეშ იდგა ოთხი ყველაზე გავლენინი "კანონიერი ქურდი", ერთ-ერთი მათგანი კი ტარიელ ონიანი გახლდათ.

როგორც რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში, ისე კრიმინალურ სამყაროში მიჩნევენ, მათგან ორის - "იაპონჩიკის" და "დედ ჰასანის" მკვლელობა სწორედ ტარიელ ონიანის შეკვეთილი იყო. ქურდული სამყაროს კიდევ ერთი "გენერალ სიმუსი" "შაქრო მალადოი", იგივე შაქრო კალაშოვი წელიწადნახევრის წინ დიდძალი ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავეს და 9 წლითა და 10 თვით პატიმრობაც უკვე მიუსაჯეს.


შესაბამისად, ტარიელ ონიანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ყველა დანარჩენ ქურდს არც ავტორიტეტი ეყოფა და არც რესურსები. მას კი ანგარიში ბევრისთვის აქვს გასასწორებული...

ტარიელ ონიანი და შაქრო კალაშოვი
რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, 2018 წლის მარტში ჩატარებული აღრიცხვის შედეგად, დადგინდა, რომ რუსეთში ამ დროისთვის არის 400 აქტიური "მონათლული" ქურდი. აქედან 56% ქართველია, 12% - რუსი, 7% - სომეხი და იეზიდი, 4%- აზერბაიჯანელი, არიან როგორც ჩეჩენი ასევე ებრაელი ქურდებიც.

ტარიელ ონიანი საპყრობილეში მოხვედრამდე უსაქმოდ არ ყოფილა, მან მის მოკავშირეებთან ერთად, დიდი ბიზნესი წამოიწყო, როემლსაც 2009 წლის ივნისის შემდეგ, როცა ის ბიზნესმენის გატაცების გამო დააკავეს, მისი მოკავშირეები აკონტროლებდნენ.

ტარიელ ონიანი (იგივე "ტარო") 1952 წლის 2 ივნისს, ლენტეხში დაიბადა, თუმცა ტყიბულში გაიზარდა, მისი მომავალი პროფესია, სავარუდოდ, მაღაროელობა იქნებოდა, რომ არა მამის ტრაგიკული სიკვდილი, ის მაღაროში მუშაობისას დაიღუპა, რის გამოც ეს საქმე სასტიკად შეიძულა.

17 წლის იყო, როდესაც ქურდობისთვის პირველად გაასამართლეს. პირველი დაკავებიდან სამი წლის შემდეგ კი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშ "ქურდად აკურთხეს". ონიანმა დაახლოებით რვაჯერ მოიხადა პატიმრობა ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოდანაშაულისთვის.
ტარიელ ონიანი ძმასთან დავითთან ერთად
1980-იან წლებში ის მოსკოვში დასახლდა და აქ ჩაუდგა სათავეში ე.წ. ქუთაისურ დაჯგუფებას, 1992 წლიდან საფრანგეთში, შემდეგ კი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამშენებლო ბიზნესში საქმიანობდა.

1990-იან წლებში მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბორის ბერეზოვსკისთან და ბადრი პატარკაციშვილთან. როგორც прайм крайм-ი წერს, ონიანი, კიდევ ერთ "კანონიერ ქურდ" მერაბ გოგიასთან, იგივე "მელიასთან" ერთად, აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას.

სააკაშვილი ესპანეთში, ონიანის ვილაზე თურმე საპატიო სტუმარიც კი იყო.

როგორც რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენელი სერგეი კ. ამტკიცებს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და "კანონიერმა ქურდმა" ბიზნესწილები ვერ გაიყვეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სერგეი კ.-ს ინფორმაციით, ტარიელ ონიანი ეფ-ეს-ბეს ძვირფას ინფორმატორადაც ითვლებოდა.

ესპანეთში კანონიერმა ქურდებმა კაპიტალი უძრავ ქონებაში ჩადეს, რისთვისაც სხვადასხვა ფულის გამათეთრებელ არხს მიმართავდნენ. ამ არხზე პასუხისმგებლობა კი პირადად შაქრო კალაშოვს ჰქონდა აღებული, მისი თანასწორი პარტნიორები კი "დედ ჰასანი" და "ტარო" იყვნენ. ამ პერიოდში სამეულს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

2005 წელს კი ესპანეთის სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. ერთდროულად გაიჩხრიკა 50 ობიექტი სხვადასხვა ქალაქში. სპეცოპერაციისას ტარიელ ონიანი ვერ დააკავეს, თუმცა სამართალდამცავებს ხელში ჩაუვარდათ მისი 12 წლის შვილი. დასავლური მედიის კითხვაზე "ვინ არის ბატონი ონიანი", ერთ-ერთმა ავტორიტეტმა "ტაივანჩიკმა" უპასუხა, - "ვერ ვიტყოდი, რომ ის ცუდი ადამიანია, ის ბიზნესმენია, კარგი კავშირებით".

ამის შემდეგ ონიანი  მოსკოვში დაბრუნდა, 2006 წელს კი თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. მოსკოვში დაარსებულ კომპანიაში "Экспресстрейд" მისი მარჯვენა ხელი გელა ცერცვაძე იყო, რომელიც ამ კომპანიის აქციების 50%-ს ფლობდა. ცერცვაძე 1961 წელს ტყიბულში დაიბადა, ის რუსეთში საქართველოს ელჩის მრჩეველის თანამდებობასაც იკავებდა. მისი გვარი არასდროს ფიგურირებდა კრიმინალური სამყაროს გარჩევებსა თუ სხვა საკითხებში.

2008 წელს, სწორედ ცერცვაძე გახდა პირველი მსხვერპლი ტარიელ ონიანის "დედ ჰასანთან" და "იაპონჩიკთან" დაწყებულ დაპირისპირებაში. ცერცვაძე ცეცხლსასროლი იარაღით კილერმა დაჭრა, რის შედაგადც სამუდამოდ ეტლს მიეჯაჭვა. ამის შემდეგ "დედ ჰასანის" მხარდაჭერ "იაპონჩიკზე" განხორციელდა თავდასხმა. ამ თავდასხმიდან მცირე ხანში "იაპონჩიკი" მიღებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა, რაც ონიანს დაბრალდა.
ტარიელ ონიანისთვის "სტატუსის ჩამორთმევის" დამადასტურებელი წერილი. 2009 წელი, მოსკოვი
რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტის გამო "დედ ჰასანის" მომხრეებმა "ქურდული სამყაროს" კრება მოიწვიეს და 35-მა "კანონიერმა ქურდმა" ციხეში მჯდომი ტარიელ ონიანის "სასიკვდილო განაჩენს" მოაწერა ხელი.

ონიანის გათავისუფლებამდე დაახლოებით 2 წელიწადი რჩება, ყოველივე ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ "ქურდული სამყარო" ამ დღის დადგომას შფოთით ელის. "ტაროს" ბევრი ანგარიში აქვს გასასწორებელი...

იხილეთ ასევე: "კანონიერი ქურდების" "სხადნიაკი" თურქეთში - "ლავას ოღლიმ" და "გულუმ" საქართველოში გავლენის სფეროები გაინაწილეს?!


მოამზადა ნიკა გულუამ
...
11 სექტემბერი 2018 22:37
სააკაშვილის არჩევნები ონიანის ინიციატივით ქურდებმა დააფინანსეს და სვანეთში მიღებული ხმებიც ტარიელის დამსახურებაა, ქურდები ახლაც აყვედრიან ამას ონიანს. გათავისუფლების შემდეგ დიდი ალბათობით ესპანეთს გადასცემენ, იქ კი დიდი სასჯელი ემუქრება.

avto nachyebia
25 ივნისი 2018 09:31
ტარიელ ონიანი არი ს გმირი ფიროვნებაა ლეგენდააააააააააა
ნენე
01 მაისი 2018 12:31
ყველა ადამიანებია თავისი დადებითით და უარყოფითით, მაგრამ სააკაშვილის ბევრად გადაწონის მის უარყოფითს. თუ იმ დროს პატიმრებს აწამებდნენ რაც არ უნდა გაეკეთებინატ დღეს განათლებულ ახალგაზრდებს, წესიერ და პატიოსან ხალხს აწამებენ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები