"ისეთი დასახიჩრებული იყო, რომ ძნელი იყო მისი ამოცნობა"
"ისეთი დასახიჩრებული იყო, რომ ძნელი იყო მისი ამოცნობა"
"გარდაცვლილის ახლობლები ეჭვობენ, რომ მკვლელობა იმ სოფელში მოხდა, სადაც ლუხუმ ჯანჯარია სამუშაოდ ჩავიდა, მერე კი ცხედარი, კვალის დასაფარავად, სტამბოლში ჩაიტანეს და ქუჩაში დააგდეს"

თურქეთში მოკლული 47 წლის ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი სტამბოლიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში შვილმა ჩამოასვენა. ლევანმა მამის მკვლელობა გერმანიაში შეიტყო.

ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი სტამბოლის ცენტრში, პარკში, ყელგამოჭრილი იპოვეს. სხეულზეც აღენიშნება დაზიანებები. ახლობლების თქმით, სახე დასახიჩრებული აქვს. მომხდარზე გამოძიება თურქმა სამართალდამცავებმა დაიწყეს.

ლუხუმ ჯანჯარია საქართველოდან თურქეთში, ქალაქ იზმირში, 12
აპრილს ჩავიდა - ქართველი ნაცნობის დახმარებით, მწყემსად უნდა დაეწყო მუშაობა, მაგრამ როგორც ირკვევა, იქაური მძიმე პირობები არ მოეწონა. ოჯახი ვარაუდობს, რომ მას ქართველ დამსაქმებელთან დაპირისპირება მოუხდა, ამიტომაც მის დაუყოვნებლივ დაკითხვას მოითხოვს.

"სამუშაოდ ჩემმა მეზობელმა წაიყვანა, ის დახვდა და მიიყვანა სოფელში, სადაც მწყემსად უნდა ემუშავა. მეორე
დღეს ჩემმა მეზობელმა დაურეკა თავის ცოლს და უთხრა, ეს ვინ გამოუშვით, ამბობს, აქ ვერ დავრჩები, უნდა წავიდეო. მას უთქვამს, ჩავსვით ავტობუსში და გამოვუშვითო, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება," - ამბობს გარდაცვლილის მამიდაშვილი.

ოჯახის წევრების თქმით, ის მამაკაცი, რომელსაც ჯანჯარია უნდა დაესაქმებინა, ახლა ფოთშია, თუმცა მოკლულის ოჯახსაც და ჟურნალისტებსაც გაურბის. გარდაცვლილის ახლობლები ეჭვობენ, რომ მკვლელობა იმ სოფელში მოხდა, სადაც ლუხუმ ჯანჯარია სამუშაოდ ჩავიდა, მერე კი ცხედარი, კვალის დასაფარავად, სტამბოლში ჩაიტანეს. ოჯახის გადაწყვეტილებით, ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. 47 წლის მამაკაცი, ალბათ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია, რადგან ცხედარს ხრწნა უკვე დაწყებული ჰქონდა.

"ძნელი იყო მისი ამოცნობა, იმიტომ, რომ დიდი ხნის გარდაცვლილია. მამაჩემი მოკლულია ქართველების მიერ. თურქეთში მითხრეს, ორი თვის მერე იქნება პასუხებიო. ამას ხომ ვერ დაველოდებით, ქართველ სამართალდამცავებს ვთხოვთ დახმარებას", - ამბობს გარდაცვლილის შვილი ლევან ჯანჯარია.

"დამსაქმებელმა დარეკა და შესთავაზა თურქეთში სამსახური. შევთანხმდით, რომ სამი თვით წავიდოდა და თუ ვერ გაუძლებდა პირობებს, უკან დაბრუნდებოდა. ის დამსაქმებელი ფოთელია, გვარად ფიფია. მაგაზე გვაქვს ეჭვი. ყელი რატომ გამოსჭრეს? ამის გაგება მინდა, - ამბობს მოკლულის დედა იზოლდა ჭეჟია, - როგორც კი სტამბოლში აქსარაის სადგურში მივიდა, იმ ღამესვე დაიკარგა მისი კვალი. დამსაქმებელი კი მეორე დღეს უკან დაბრუნდა. რატომ არ იკითხა, მისი წაყვანილი კაცის ამბავი და ისე რატომ დაბრუნდა სახლში?!."

ელზა ახალაია, მოკლულის მეუღლე: "ძებნა რომ დავიწყეთ, გვითხრეს, ცოცხალია და უკან დაბრუნდა საქართველოშიო, მაგრამ რომ დაბრუნებულიყო, საზღვარი ხომ უნდა გადმოეკვეთა?! ვითხოვ, ფიფია, რომელმაც შესთავაზა სამსახური, დეტალურად დაჰკითხონ. სიმართლე გვინდა ვიცოდეთ, ვინ მომიკლა მეუღლე."

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები