"ვეფხია ბაქრაძე და თაკოს ყოფილი ქმარი ძალიან დაახლოებული პირები იყვნენ, ისინი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ..."
30-04-2018
"ვეფხია ბაქრაძე და თაკოს ყოფილი ქმარი ძალიან დაახლოებული პირები იყვნენ, ისინი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ..."
მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამა ზვიად გამრეკელაშვილი ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას განაცხადა, მისი შვილი მეუღლისგან მუდმივად ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. როგორც ზვიად გამრეკელაშვილი ამბობს, მის სიძეს ირაკლი აბულაძეს მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

"თაკო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე იყო ჩემთან და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. თავის პრობლემებზე მელაპარაკებოდა, პირად პრობლემებზე. თაკო დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა მეუღლისგან, თუ ყოფილი მეუღლისგან.. როგორ დავარქვა არ ვიცი, რადგან
ბოლო დროს ერთად არ ცხოვრობდნენ. ვეფხია ბაქრაძე და თაკოს ყოფილი ქმარი ძალიან დაახლოებული პირები იყვნენ, ისინი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ, რომ ვეფხიას დაეჩაგრა ჩემი შვილის დედა და ირაკლის - ჩემი შვილი. ცდილობდნენ დედა-შვილი დაეკნინებინათ. ამ თამაშს თამაშობდნენ. ირაკლის ყოველთვის ვაფრთხილებდი, შვილები გყავს გასაზრდელი და მეუღლეს სათანადო
ყურადღება სჭირდებათქო. ჩემი შვილი ამ დრომდე იტანდა ამ ყველა უბედურებას, მის ხელში არ გაუხარია. ძალიან ბევრი რამე ვიცი, არ ვიცი გამოძიება ჩემთან რატომ არ თანამშრომლობს. ახლა ის ე.წ. სიძე რეკავს საბერძნეთიდან, იმუქრება და მეორე ბავშისკენ არის დამზერილი" - ამბობს ზვიად გამრეკელაშვილი

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Iaia
01 მაისი 2018 15:41
იმიტომ მოსწონთ რომ დაშორებული ერია
მარი
01 მაისი 2018 13:28
რა ბედნიერია ის,ვინც არ ცხოვრობს საქართველოში......
ქართველი
01 მაისი 2018 01:44
კაი ბიჭების სასტავი ყოფილა.ესეთი ტიპები მოსწონთ ქართველ გოგოებს და შედეგიც შესაბამისია.რატომ მოსწონთ საქართველოში თავხედი, მოკრიმინალო და მონარკომანო ტიპები? (არ მოსწონთო არაა პასუხი)

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?