ოპერაცია კოდით: "კონიაკის თემა არის?"
ოპერაცია კოდით: "კონიაკის თემა არის?"
ჩვენი წყაროს ცნობით, დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციელებს დაუსახელა კონკრეტული პირები, მაგრამ მათი გვარები რატომღაც არ აღმოჩნდა დაკითხვის ოქმში. უფრო მეტიც, ისიც უთქვამს, მთავარი ვინ იყო, ამას რატომ არ მათქმევინებთო. ამაზე მერე დაგკითხავთო, უპასუხიათ...

გასულ კვირას სასამართლომ წინას­წარი პატიმრობა შეუფარდა ორ ახალგაზრდას - 23 წლის გიორგი გოგებაშვილს და 27 წლის ნინო გეგელაშვილს.
ორივე ბრალდებული დიდ დიღომში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. საქმის მასალების მიხედვით, ისინი ინტერნეტის საშუალებით ყიდულობდნენ დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და ყიდდნენ. როგორც
სამართალდამცავები ამბობენ, სწორედ ამ ბინიდან ნაწილდებოდა საქართველოში ნარკოტიკი.

ალბათ, ბევრს მი­ს­ვ­ლია ტელეფონზე შეტყობინება - თუ გსურთ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, ამა და ამ ნომერზე მოგვმართეთ. მსგავსი ქსელის გაშიფვრა სცადეს ძალოვანებმა:­ პროგრამა "ტელეგრამში" დაფიქსირებული იყო ტელეფონის ნომერი, რომლითაც უკავშირდებოდნენ ნარკომოვაჭრეს... არსებული ინფორმაციით, გამოძიება შემდეგი სცენარით ჩატარდა: 2
მარტს პოლიციის თანამშრომელმა შეტყობინება გაგზავნა: "კონიაკის თემა არის?" და მიიღო დასტური. ამის შემდეგ მას ნარკოტიკული საშუალებების ფასებიც გამოუგზავნეს. ბოლოს შეთა­ნხმდნენ, პოლიციელი 200 ლარად მიიღებდა ჰეროინს. შემდეგ მას მისწერეს ანგარიშის ნომერი - პოლიციელმა "კრისტ­ალბეთის" ანგარიშზე ჩარიცხა 200 ლარი და დაელოდა მორიგ შეტყობინებას. ცოტა ხანში მოვიდა შეტყობინება, რომ უნდა მისულიყო კონკრეტულ მისამართზე და იქ წამალი დახვდებოდა. შეტყობინებას თან ახლდა ფოტოც, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ზუსტ ადგილმდებარეობას აღწერდა. ადგილზე მისულ პოლიციელს მართლაც დახვდა 0.062 გრამად დაფასოებული ჰეროინი.

17 მარტს პოლიციელი იმავე ნომერზე გზავნის ახალ შეტყობინებას­ და თანხმდ­ებიან, რომ 500 ლარად გადასცემენ ე.წ. ბიოსა და ბუფრემორფინის შემცველ აბს. იმავე სქემით, ამჯერად "აჭარაბეთის" ანგარიშზე, პოლიციელი რიცხავს 500 ლარს, შემდეგ კი ატყობინებენ მისამართს... პოლიციელი მიდის თემქის მე-3 მიკრორაიონში და კორპუსის სადარბაზოში, მითითებული ადგილიდან იღებს ნარკოტიკს.

ცოტა ხანში ისევ "ტელეგრამში", თუმცა­ სხვა ტელეფონის ნომერზე პოლიციელი­ ისევ გზავნის შეტყობინებას და ამჯერად 300 ლარად ითხოვს ნარკოტიკული­ საშუალების შეძენას. ისევ "კრისტალბეთის" ანგარიშზე სთხოვენ თანხის ჩარიცხვას... გამოძიების მტკიცებით,­ სწორედ ამ დროს შედის პოლიციაში ოპერატიული ინფორმაცია, რომ იმ ტელეფონით, რომე­ლზეც პოლიციელი რეკავდა, სარგებლობდნენ ნინო გეგელაშვილი და გიორგი გოგებაშვილი. ძალოვანებმა სასამართლოსგან აიღეს­ ნებართვა და სამი დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ ორივეს.

გამოძიების მტკიცებით, 7 მაისს ნინო გეგელაშვილი გოგებაშვილთან შეთანხმებით წავიდა თავისი მანქანით ვარკეთილში, სადაც სხვადასხვა მისამართზე დაალაგა პოლიციელის და სხვა მომხმარებლებისთვის განკუთვნილი დაფასოებული ფსიქოაქტიური ნივთიერებები... გეგელაშვილს ჩხრეკისას აღმოაჩნდა 15 ცალი 10,28 გრამად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, მის მანქანაში აღმოჩნდა 28 პაკეტი.

პარალელურად გლდანში აკავებენ გიო­რგი გოგებაშვილს. მას არც პირადი ჩხრეკისას­ და არც მანქანაში ვერაფერი აღმოუჩინეს.­ გოგებაშვილი კატეგორიულად უარყოფს დანაშაულს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. თუმცა არ უარყოფს, რომ ბიოს მომხმარებელია და ამას ადვოკატიც ადასტურებს:­ "გიორგი ამბობს, საიტზე ვყიდულობდი ჩემთვის ნარკოტიკს, "გუგლ მაპის" საშუალებით წითელი ზოლით მიგდებდნენ მარშრუტს, როგორ უნდა მივსულიყავი იმ ადგილამდე, სადაც წამალი იდო. ვყიდულობდი ჩემი მოხმარებისა და ზოგჯერ საძმაკაცოსთვისო. სატელეფონო ჩანაწერში­ ჩანს, მეგობარს ეუბნება, შენ თვითონ შედი და ამოაგდე სურათიო".

ბრალს ნაწილობრივ აღიარებს ნინო გეგელაშვილი­. ჩვენი ინფორმაციით, მან დაკავებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან. თუმცა მის ჩვენებაში არ არის დეტალურად აღწერილი, როგორ ყიდულობდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ჩვენი წყაროს ცნობით, დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციელებს დაუსახელა კონკრეტული პირები, მაგრამ მათი გვარები რატო­მღაც არ აღმოჩნდა დაკითხვის ოქმში. მეტიც, ისიც უთქვამს, მთავარი ვინ იყო, ამას რატომ­ არ მათქმევინებთო. ამაზე მერე დაგკითხავთო, უპასუხიათ.

მარიკა ფხალაძე, გეგელაშვილის ადვოკატი:­
- ნინომ მითხრა, რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან,­ გვარებიც დაასახელა და გაუკვირდა, რომ არ დააფიქსირეს ჩვენებაში.­ მერე დამა­ტებითი დაკითხვა ითხოვა. მზად არის მეტ დეტალზე ისაუბროს. გაუგებარია, რატომ არ აწყობდათ­ ამ გვარების თავიდანვე დაფიქსირება? რას ელოდება პროკურატურა, რატომ არ დაჰკითხავს მას დამატებით?

ჩვენი ინფორმაციით, არსებობს ვიდე­ო­კადრები, სადაც დაფიქსირებულია, როგორ შედის ნინო გეგელაშვილი სადარბაზოებში. ჯერ ათვალიერებს, პოულობს ადგ­ილს, სადაც შეიძლება შეაცუროს წამალი, მერე სურათს უღებს და მყიდველს უგზავნის.

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე გოგებაშვილის გათავისუფლება მოითხოვა­. "ბრალდებას არ გააჩნია მინიმალური მტკიცებულებაც კი გიორგი გოგებაშვილის დანაშაულზე... მას 3 დღე უთვალთვალებდნენ, მეოთხე დღეს კი დააკავეს სუფთა". ნინო გეგელაშვილისთვის კი ადვოკატმა ფხალაძემ 10.000-ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. მათთვის წაყენებული ბრალდება 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ნინო გეგელაშვილის დაკითხვის ოქმი (სტილი დაცულია):

"წარდგენილ ბრალდებას ვეთანხმები ნაწილობრივ, კერძოდ, ვეთანხმები, რომ 2018 წლის 7 მაისს ჩემი ბრალდების სახით დაკავების და პირადი და ჩემი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ე.წ. ბიო იყო ჩემი, რომელიც უნდა დამედო სხვადასხვა მიდამოებში შემდგომში გასაღების მიზნით. ასევე ვეთანხმები იმას, რომ ჩემ მიერ განხორციელდა ბიოს დადება ორ კორპუსში, სხვადასხვა სადარბაზოში, რაც შემდგომ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ვაჩვენე და მოხდა შემდგომში მათი ამოღება. ის მეკუთვნოდა მე და დავდე იქ შემდგომი გასაღების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ ნაწილში ვცნობ თავს დამნაშავედ, ხოლო იმ ნაწილში, რომ თითქოს დანაშაულს ჩავდიოდი ჯგუფურად, გიორგი გოგებაშვილთან ერთად, არ ვცნობ თავს დამნაშავედ. 2018 წლის 2 მარტს და 17 მარტს ჩემ მიერ იქნა გასაღებული თითქოსდა ჰეროინი და ბუფრემორფინი, ამ ბრალდებებში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, რადგან ამის გასაღებას არ ვახორციელებდი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ზუსტად არ მახსოვს თარიღი, თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურზე შემთხვევით ვიპოვე ზელვია იუმაკიევას სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და შემდგომ "აჭარაბეთზე" და "კრისტალბეთზე" დავარეგისტრირე ინსტაგრამის ნომრები, მასზე მივაბი გიორგი გოგებაშვილის სახელზე რიცხული "თიბისი" ბანკის პლასტიკური ბარათი, რასაც შემდგომში ვიყენებდი მხოლოდ მე, ამის შესახებ გიორგიმ არაფერი იცოდა. აღნიშნულ ბარათს ვიყენებდი იმიტომ, რომ ბანკებში მქონდა ვალი და ვიყავი გაშავებული. რომ არ დაეყადაღებინათ ჩემი ანგარიშები, ვიყენებდი გიორგის ბარათს, ამ ეტაპზე საქმის ირგვლივ ვერაფერს ვერ მოგახსენებთ".

როგორც ირკვევა, ანგარიშები, სადაც თანხები ირიცხებოდა, ვინმე ზელვირა იუმაკიევას ეკუთვნის. ალბათ, ის უკვე დაჰკითხეს (ავტ.).

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები