"მითხრა, რომ ითანამშრომლა, გვარებიც დაასახელა და გაუკვირდა, რომ ეს არ დააფიქსირეს ჩვენებაში"
"მითხრა, რომ ითანამშრომლა, გვარებიც დაასახელა და გაუკვირდა, რომ ეს არ დააფიქსირეს ჩვენებაში"
გასულ კვირას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ორ ახალგაზრდას - 23 წლის გიორგი გოგებაშვილს და 27 წლის ნინო გეგელაშვილს. საქმის მასალების მიხედვით, ისინი ინტერნეტის საშუალებით ყიდულობდნენ დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და ყიდდნენ. ამ საკითხზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

ბრალს ნაწილობრივ აღიარებს ნინო გეგელაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, მან დაკავებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან. თუმცა მის ჩვენებაში არ არის დეტალურად აღწერილი, როგორ ყიდულობდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ჩვენი წყაროს ცნობით, დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციელებს დაუსახელა კონკრეტული
პირები, მაგრამ მათი გვარები რატომღაც არ აღმოჩნდა დაკითხვის ოქმში. მეტიც, ისიც უთქვამს, მთავარი ვინ იყო, ამას რატომ არ მათქმევინებთო. ამაზე მერე დაგკითხავთო, უპასუხიათ.

მარიკა ფხალაძე, გეგელაშვილის ადვოკატი: - ნინომ მითხრა, რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან, გვარებიც დაასახელა და გაუკვირდა, რომ არ დააფიქსირეს ჩვენებაში. მერე დამატებითი დაკითხვა ითხოვა.
მზად არის მეტ დეტალზე ისაუბროს. გაუგებარია, რატომ არ აწყობდათ ამ გვარების თავიდანვე დაფიქსირება? რას ელოდება პროკურატურა, რატომ არ დაჰკითხავს მას დამატებით?

ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ნინო გეგელაშვილის დაკითხვის ოქმი (სტილი დაცულია):

"წარდგენილ ბრალდებას ვეთანხმები ნაწილობრივ, კერძოდ, ვეთანხმები, რომ 2018 წლის 7 მაისს ჩემი ბრალდების სახით დაკავების და პირადი და ჩემი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ე.წ. ბიო იყო ჩემი, რომელიც უნდა დამედო სხვადასხვა მიდამოებში შემდგომში გასაღების მიზნით. ასევე ვეთანხმები იმას, რომ ჩემ მიერ განხორციელდა ბიოს დადება ორ კორპუსში, სხვადასხვა სადარბაზოში, რაც შემდგომ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ვაჩვენე და მოხდა შემდგომში მათი ამოღება. ის მეკუთვნოდა მე და დავდე იქ შემდგომი გასაღების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ ნაწილში ვცნობ თავს დამნაშავედ, ხოლო იმ ნაწილში, რომ თითქოს დანაშაულს ჩავდიოდი ჯგუფურად, გიორგი გოგებაშვილთან ერთად, არ ვცნობ თავს დამნაშავედ"...

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად


თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?