" საქმეში არის არაერთი მტკიცებულება" - რას ამბობს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირის საქმის პროკურორი?
" საქმეში არის არაერთი მტკიცებულება" - რას ამბობს  ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირის საქმის პროკურორი?
გამოძიება გრძელდება და დასადგენია, თუ ვისგან იძენდნენ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირის საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გნაცხადა.

პროკურორის თქმით, საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რაც ბრალდებულთა ბრალეულობას ადასტურებს. "ბრალდების მტკიცებულებებია როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებები, საკონტროლო შესყიდვები, ამოღებული ნივთმტკიცებები, ექსპერტიზის დასკვნები. საქმეში არის ძირითადი 4 მოწმე, ვინც უშუალოდ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან, გრძელდება გამოძიება და დასადგენია რიგი ფაქტობრივი გარემოებები. დასადგენია ასევე ბრალდებულების დანაშაულებრივი
კავშირები, ვისგან იძენდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს", - აღნიშნა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

"წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო ბ. დ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მათვე ბრალად ედებათ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით. (ბ. დ.-სა და ჯ. ე.-ს სამ-სამი ეპიზოდი, თ. ჩ.-ს, ვ. ჟ.-სა და ქ.მ.-ს ორ-ორი ეპიზოდი, გ. მ. -ს, მ. მ. -სა და ლ. მ.-ს თითო ეპიზოდი).

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?