რატომ დააჯარიმა პატრულმა პატრული? - კვირის პალიტრა

რატომ დააჯარიმა პატრულმა პატრული?

რუსთავში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა 15 მაისს მოხდა და შედეგად არავინ დაშავებულა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ავარიაში მონაწილე საპატრულო მანქანის მძღოლი დააჯარიმა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო.

ფოტო: inforustavi.ge