"დღისით - მზისით შვილი ჩიტივით მომიკლეს. არც კი ვიცი, მკვლელს საერთოდ თუ ეძებენ"
"დღისით - მზისით შვილი ჩიტივით მომიკლეს. არც კი ვიცი, მკვლელს საერთოდ თუ ეძებენ"
ამ დღეებში, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა საცხოვრებელ კორპუსთან ჩაცხრილეს. გარდაცვლილი 1988 წელს დაბადებული ხალილ მამოევია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა. მკვლელობა დღის 3 საათზე, ეზოში მოთამაშე პატარების თვალწინ მოხდა, რის გამოც ამ უკანასკნელთ ფსიქოლოგების დახმარება სჭირდებათ.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დამნაშავე დაკავებული არ არის. ხალილ მამოევის მამა, თეიმურაზ მამოევი კი პოლიციას შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას
აკისრებს და დამნაშავის სასწრაფოდ დაკავებას სთხოვს.

თეიმურაზ მამოევი:
- შვილი ჩიტივით მომიკლეს. არც კი ვიცი, მკვლელს საერთოდ თუ ეძებენ, მე ამას არავინ მეუბნება. ხალხი მელაპარაკება, - იცოცხლე და გამაგრდი, ხალილს შვილი დარჩა და იმას დაეხმარეო, მაგრამ მე მარტო ჩემი შვილი მინდა ცოცხალი მყავდეს!
რატომ მოკლეს
ან მისი მკვლელი ასე როგორ გაქრა, რომ პოლიცია მის კვალს ვერ აგნებს?!
კაცი დღისით, მთელი კორპუსის თვალწინ მოკლეს, ნუთუ ამხელა კორპუსში მკვლელების მანქანა ერთმა კაცმა მაინც ვერ შენიშნა?! აუცილებლად შენიშნავდა, წესიერად რომ იძიებდნენ, აქამდე მკვლელი უნდა დაეჭირათ. მკვლელი თავისუფლად დადის ქვეყანაში, ის სხვასაც ისე შეუბრალებლად მოექცევა, როგორც ჩემი შვილი გაიმეტა.

- შსს-ს განმარტებით, თქვენი შვილი ნასამართლევი იყო. სავარაუდოდ, მის მკვლელობას სწორედ ნასამართლეობის პერიოდს უკავშირებენ, მოტივი შეიძლება შურისძიება იყოს?
- კი, ჩხუბზე იყო დაჭერილი, არ ვიცი, რა მოხდა ციხეში, განა ასეთი რა უნდა დაეშავებინა, ასე სასტიკად რომ მოეკლათ?!

პატარა ბიჭი გამოუგზავნეს ეზოდან, - წადი, ხალილს დაუძახე, ეზოში ამხანაგები ელოდებიანო. ბავშვიც ამოვიდა და ხალილი წაიყვანა. მერე ერთი კორპუსის მოშორებით გადაიყვანეს, იქ ესროლეს სამი ტყვია, - ორი მუცელში, ერთი ყელში. ყელში საკონტროლო ესროლეს, დარწმუნება უნდოდათ, რომ აუცილებლად მოკვდებოდა. მერე კი ჩასხდნენ მანქანაში და გაიქცნენ. შეშინებული ხალხი კორპუსიდანაც ვერ გამოვიდა, რომ ჩემს შვილს დროულად დახმარებოდა...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

zaza
16 მაისი 2018 23:54
ჩხუბის გამო არავის სროკავენ,უბრალოდ ძალიან შეცდა ეტყობა დანაშაულიდან გამომდინარე და არ აპატიეს.რათ უნდა ბევრი ფიქრი ამას რატომ მოკლეს.
Ia
16 მაისი 2018 23:22
ედიკას და სააკას გაფიცებ ,ნიკუშ.
Niko
16 მაისი 2018 14:53
საქართველოს ისტორიაში ყველაზე უუნარო და ამორალური მთავრობა გვყავს

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?