"ომიაძეებს მოვუკლავ ბესოს!" - კვირის პალიტრა

"ომიაძეებს მოვუკლავ ბესოს!"

გასულ კვირას ხაშურის სოფელ ალში, ბუზიაშვილების საცხოვრებელ სახლში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა: ბესიკ ომიაძე იმ დღეს ყოფილი რძლის, ნინო ამყოლაძის სახლში სიტუაციის გასარკვევად მივიდა, თუმცა ყველაფერი სისხლის ღვრით დასრულდა. ბესიკი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მასთან დაპირისპირებული ძმები - ლევან და შალვა ბუზიაშვილები სხეულის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანე

როგორც ირკვევა, სამი შვილის დედა, ნინო ამყოლაძე ქმარს 2 წლის წინ გაშორდა და ლევან ბუზიაშვილს გაჰყვა ცოლად. მისი 3 შვილი ყოფილი მეუღლის ოჯახში იზრდებოდა და ახლობლების თქმით, მათ საკუთარი შვილივით ზრდიდა ბიძა, 4 შვილის მამა, ბესიკ ომიაძე.

ბუზიაშვილები ირწმუნებიან, რომ ღამის 11 საათზე მათ თავს დაესხა ნინო ამყოლაძის ყოფილი მაზლი, რამდენიმე პირთან ერთად.

ნინო ამყოლაძე დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებს. ამბობს, რომ ქმარს 2 წლის წინ გაშორდა, თუმცა ყოფილი მეუღლის ოჯახთან ურთიერთობის დაძაბვა მისმა გათხოვებამ გამოიწვია.

ბუზიაშვილების ოჯახის წევრების თქმით, ღამის 11 საათზე ლევან ბუზიაშვილს ჭიშკართან დაუძახეს და კონფლიქტი სწორედ ეზოს გარეთ დაიწყო.

- გავიგონე ხმა, - რას ელაპარაკები ამდენს, მოკალიო. ჩემს ქმარს ცემა დაუწყეს. ვიღაცამ თავში რკინა ჩაარტყა, უნდოდათ, მანქანაში შეეთრიათ და მოეკლათ, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მოიგერია ისინი, შემოვარდა სახლში და მძინარე ძმას დაუძახა, მომეშველე, მკლავენო. ამ დროს სახლში სამი ბიჭი შემოჰყვა, ჩემს დედამთილს ცალკე გუდავდნენ საწოლში, ეტყობა მე ვეგონე. ჩემს მაზლს რკინა ურტყეს თავში. მე რომ შემოვედი, ოთახში საშინელება ტრიალებდა. დავიწყე კივილი, ერთ-ერთი გამომყვა და გავიგონე, ერთმანეთს რომ ეუბნებოდნენ, ხალხი მოდისო და სახლიდან გაიქცნენ. ჩემი ყოფილი მაზლი კი ოთახიდან დაჭრილი გამოვიდა და ეზოში წაიქცა. მაზლი ვერ მპატიობდა, რომ გავთხოვდი და მას მერე სულ მემუქრებოდა. არადა, ჩემი ქმარი პირიქით მეუბნებოდა, - წადი, იყავი ბედნიერიო. დააგდეს ჩემი ყოფილი მაზლი სისხლის გუბეში ძმაკაცებმა და თვითონ მისი მანქანით გაიქცნენ, - ამბობს ნინო ამყოლაძე, ვის გამოც ეს ტრაგედია დატრიალდა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, ძალოვანებმა დანაშაულის მეორე დღეს საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს ლევან ბუზიაშვილი. მას ბესიკ ომიაძის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამარ ომიაძე, ბესიკ ომიაძის ბიძაშვილი:

- ბესიკის ძმის, ლევან ომიაძის ცოლი იყო ნინო ამყოლაძე. ლევანსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტები დაქორწინების პირველივე დღეებიდან დაიწყო. ოჯახური სკანდალის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ნებისმიერი წვრილმანი, მაგალითად: მეუღლის სამსახურიდან 5 წუთით დაგვიანება, საყოფაცხოვრებო საკითხები... გაგრძელება