"გახსოვს, ორი აბი ვიღაცას მივეცით­ და იმ თანხიდან 90 ლარი შენ წაიღეო"- რა წერია მთავარი მოწმის ჩვენებაში?
21-05-2018
"გახსოვს, ორი აბი ვიღაცას მივეცით­ და იმ თანხიდან 90 ლარი შენ წაიღეო"- რა წერია მთავარი მოწმის ჩვენებაში?
ადვოკატები საეჭვოდ მიიჩნევენ, რომ მოწმეები თავიანთი სურვილით მიდიან პოლიციაში და თანამშრომლობას სთავაზობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 6 საათზე მეტხანს განიხილავდა 12 მაისს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეს და 8 ბრალდებულს: გიორგი მამუკელაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, თორნიკე ჩუტკერაშვილს, ჯემალ ელიავას, მიხეილ მიქაძეს, ბორის დარახველიძეს და ქეთი მურუსიძეს წინასწარი პატიმრობა­ შეუფარდა. არც ერთი დანაშაულს არ აღიარებს. თითოეულისთვის წაყენებული ბრალი 7-დან 14-წლამ­დე პატიმრობას ითვალ
ისწინებს. ყველაზე მძიმეა 23 წლის ბორის დარახველიძის ბრალდება - ის სამ ეპიზოდში ამხილეს, ამიტომ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბორის დარახველიძის წინააღმდეგ ჩვენება­ უცხოელმა ქალმა აზიტა ზაკერმა­ მისცა.­ მოწმე ამბობს, რომ სამი წელია საქართ­ველოში ჩამოვიდა, ქირით დიდ დი­ღომში­ ცხოვ­რობს და დედასთან ერთად ტური­სტულ კომპანიაში მუშაობს. "ბასიანში" დად
ის, სადაც, მისი თქმით,­ ბორის და­რახველიძე გაიცნო. ის 22 მარტს, ქავთ­არაძეზე მდებარე "გუდვილთან" შემთხვევით შეხვდა დარ­ა­ხველიძეს და უთხრა, რომ მეორე დღეს აპირებდა "ბასიანში" მისვ­ლას. ბორისმა უთხრა, რომ "ექსტაზის" 5 აბი 700 ლარად­ ჰქონდა და თუ სურდა, "ბასიანში"­ მიუტანდა. ზაკერის თქმით, მას არ სურდა დანაშაულის ჩადენა, ამიტომ ეს პოლიციაში განაცხადა. საქმის მასალების­ მიხედ­ვით, სამართალდამცავებმა აზიტას გადასცეს დარ­ახველიძისთვის გადასაცემი თანხა. გაკეთდა სამი საკონტროლო შესყიდვა, პირველი­ - 23 მარტს. ზაკერმა ბორისს დაურ­ეკა და ნარკოტიკი სთხოვა, მერე "ბასიანში"­ შეხვ­და, სადაც დარახველიძემ 5 აბი "ექსტა­ზი" გადასცა. ეს და კიდევ ორი ფაქ­ტი აღბეჭდ­ილია ფირზე.

ბრალდებულის ადვოკატი ნინო ლალიაშვილი ირწმუნება,­ რომ დარახველიძე პროვოკაციის მსხვერპლია: "დარახველიძემ 3 წლის წინ გაიცნო­ ეს უცხოელი ქალი, ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ­ ღამის კლუბებში. ჩემი ვარაუდით, ეს ქალი პოლიციას ჰყავდა დაკავებული, რადგან თვითონ ნარკომომხმარებელია და შემდეგ აგენტად გამოიყენეს. მას შემდეგ რაც დარახველიძეს სთხოვა, მისთვისაც წამოეღო "ექსტაზი", ბორისმა­ ინტერნეტით იყიდა აბები, მიუტანა და გამო­ართვა ის 700 ლარი, რაც გადახდილი ჰქონდა. მეორე­ ეპიზოდშიც ჩანს, ქალი როგორ სთხოვს "ექსტაზის" ყიდვას, დარა­ხველიძე კი ეუბნ­ება, ფული არ მაქვს და ვერ გამოვიწერო. ყველა ვიდეოჩანაწერში ეკითხება­ ქალი, რამდენ ხანში მომიტანო, ბიჭი კი პასუხობს, ახლა სმს-ს გავგზავნი, მეტყვიან ადგილს და მოვიტანო. დარახველიძე ამბ­ობს, გამიკვირდა, რომ მთხოვა, რადგან როცა მოდიოდა, თვითონ მოჰქონდა და ტაბლეტს ვიყოფდითო... 23 წლის ბიჭს ბარიგობას რომ "ჰკიდებენ", საშინელებაა".

კიდევ ერთი ბრალდებული, ჯემალ ელიავა, სტუდენტია. მის საქმეში მოწმედ ფიგურირებს ნიკა ფოლადაშვილი, რომელიც ჩვენებაში ამბობს, რომ ელიავა "ბას­იანში" ყველას დასანახავად ყიდდა ნარკოტიკს, მყიდველებს შორის კი მოზარდებიც იყვნენო. საქმის მასალების მიხედვით, ფოლადაშვილმა თავისი სურვილით მიმართა გამოძიებას და თანამშრომლობა შესთავაზა, მიუთითა, რომ იცოდა 30 მარტს ჯემალ ელიავა "ბასიანში" ნარკოტიკს გაყიდდა. სამართალდამცავებმაც ფოლადაშვილს თანხა მისცეს და ფარული კამ­ერა დაუმაგრეს... ფოლადაშვილმა ელიავას თანხა გად­ასცა და შეიძინა 2 ტაბლეტი ემ-დე-ემი. საქმის მასლებით ირკვევა, რომ ელიავას დაკავებისას არც პირადი, არც ბინის ან მანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკი არ უპოვიათ.

თორნიკე ჩუტკერაშვილს მოწმე ზურ­აბ რუსიშვილი ამხელს. ამბობს, რომ ის "ბა­სიანში" დაუფარავად ყიდდა ნარკოტ­იკს, ემ-დე-ემის თითო აბს 300 ლარად და კლიენტებად მასაც ჰყავდა მოზარდები. საქმის მასალებით, რუსიშვილი თავად გამოც­ხადდა პოლიციაში და თანამშრომლობა­ შესთავაზა. სათანადო აღჭურვილობითა და თანხით რუსი­შვილიც გაუშვეს "ბასიანში"­. საქმის­ მასალებით, ჩუტკერაშვილი და რუსიშვილი ერთმანეთს 31 მარტს შეხვდნენ. რუსიშვილმა მას გადასცა თანხა და მიიღო ნარკოტიკი. პროკურატურის თქმით­, ჩუტკერაშვილის ბრალეულობაც ვიდეოჩან­აწერით დასტურდება. თუმცა მისი ადვო­კატი გიორგი ფანცულაია ირწმუნება, რომ ვიდეოფირში მისი დაცვის პირისთვის თანხის გადაცემის ფაქტი არ დასტურდება:­ "ჩუტკერაშვილს ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. სტუდენტია, თან განათლების ეროვნულ ცენტრში მუშაობს. ის დიღომში, "გუდვილთან" ღამის­ 1-ლ საათზე დააკავეს. არც პირადი, არც მანქანის და არც ბინის ჩხრეკისას მას ნარკოტიკი ვერ უპოვეს, მომხმარებელიც კი არ აღმოჩნდა. ის, რომ ნარკოტიკს აძლევდეს, ასეთი რამ ჩანაწერში არ არის. მან ნებაყოფლობით ჩააბარა ხმის, ნერწყვის და სხვა ნიმუშები... მაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე ძალოვანი უწყების თანამშრომელია".

დაკავებულებს შორის არის კაფე "გალ­ერეას" დაცვის სამსახურის უფროსი ვიქ­ტორ­­ ჟამუტაშვილიც. გავრცელდა ინფო­რმაცია, რომ მისი დაკავებისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მაგრამ ეს საქმის მასალებში არ ჩანს. ადვოკატ ხათუნა ხურცილავას ინფორმაციით, მისმა დაცვის პირმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა და სისხლში არაფერი აღმოსჩენია.
ადვოკატები საეჭვოდ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მოწმეები თავიანთი სურვილით მიდიან პოლიციაში და თანამშრომლობას სთავაზობენ.

ცნობილია, რომ გამოძიების მთავარი მოწმე ვინმე სოლომონ მათიკაშვილია. ის ბრალდებულების უმრავლესობას ამხელს. მათიკაშვილი არაერთ საკონტროლო შესყიდვაში გამოიყენეს ძალოვანებმა. სოლომონ მათიკაშვილთან უამრავი კითხვა ჰქონდათ ადვოკატებს და მისი პასუხების მოსმენას საქმის არსებითი განხილვის დროს აპირებდნენ. თუმცა, სრულიად მოულოდნელად, ადვოკატებს 18 მაისს შეატყობინეს, რომ მოწმის დაკითხვა სასამართლოში სასწრაფო წესით დაინიშნა და მას მაგისტრი მოსამართლე დაჰკითხავდა. სხდ­ომა დახურული იყო და მას ვერ ესწრებოდა ბრალდებული 22 წლის ქეთი მურუსიძის­ ადვოკატი გია გოროზია, რადგან ის სხვა პროცესზე გახლდათ. ამ მოტივით, მურუსიძემ სხდომის გადადება ითხოვა, მაგრამ მოსამართლემ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ ბრალდებული ქეთი მურუსიძე ცუდად გახდა და მას ორჯერ დასჭირდა ექიმის დახმარება. ჩვენი ინფორმაციით, პროცესზე მოწმე მათიკაშვილის გამოჩენას პროტესტი მოჰყვა და რამდენიმე ბრალდებული ბარიგობაში იქით ამხელდა მას. ვიქტორ ჟამუტაშვილის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა ამბობს, რომ მოწმემ პროცესზე განაცხადა, კლუბში რაღაცები არ მომწონდა და ამიტომ გადავწყვიტე, განმეცხადებინა და ახალგაზრდ­ები გადამერჩინაო. არადა, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები ამბობენ, რომ თავად ყიდდა ნარკოტიკს მთელი 4 თვე. "პროკურატურამ გადმოგვცა მისი ფარ­უ­ლი მოსმენის კადრები, სადაც კლუბ "გალერეაში" ერთ-ერთი თანამშ­რ­ომელი ჟამუტაშვილს ურეკავს და ეუბნება, გაიგე, რა ხდება ერთ-ერთ კლუბში, იქ ვიღაც გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკითო. ამაზე ჯამუტაშვილი პასუხობს, არ დავუშვებ, რომ ჩემს კლუბში ვინმე ნარკოტიკით შემოვიდესო.

მთავარ მოწმეს ერთმა ბრალდებულმა ისიც უთხრა, გახსოვს, ორი აბი ვიღაცას მივეცით­ და იმ თანხიდან 90 ლარი შენ წაიღეო. მას თავად მოუყოლია ბიჭებისთვის, როგორ თანამშრომლობენ უცხოეთში პოლიციასთან­ და როგორ იღებენ ამის სანაცვლოდ დიდ ჰონორარებს".

სოლომონ მათიკაშვილის ჩვენებიდან:


ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ გამოძიების მთავარი მოწმის, სოლომონ მათიკაშვილის დაკითხვის ოქმები, სადაც ის ამხელს ვიქტორ ჟამუტაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, მიხეილ მიქაძეს და ქეთევან მურუსიძეს. (გიორგი მამუკელაშვილს სხვა მოწმე ამხელს. - ავტ.) მოწმე ამბობს, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის, ამიტომ ითხოვს წინასწარ დაკითხვას. ადვოკატები ეჭვობენ, რომ პროკურატურა მას სპეციალურად უშვებს ქვეყნიდან, რადგან იცის, რომ ექსპერტიზის შემდეგ მასთან უამრავი­ კითხვა ექნებათ. მათიკაშვილი ჩვენებებში წერს, რომ ნასამართლევი არ არის. თუმცა ადვოკატების თქმით, ის ნასამართლევია და ნასამართლობა ამჟამად გაქარწყლებული აქვს. ვარაუდობენ, რომ მათიკაშვილი პოლიციას სწორედ ნარკოტიკით ვაჭრობაზე ჰყავდა დაკავებული და შემდეგ სათანამშრომლოდ გამოიყენეს. საქმეში დევს თითოეულ ბრალდებულთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ მათიკაშვილის გამოკი­თხვის ოქმი, სადაც აღწერს, თუ რომელ ბრალდებულს რა თანხა გადაუხადა.

"ჩემი გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი... ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ჩემს ოჯახთან ერთად. ვარ ხელოსანი, ვმუშაობ, მიყვარს კლუბური ცხოვრება და ხშირად დავდივარ თბილისში არსებულ ღამის კლუბებში. კაფე "გალერეას" ხშირი სტუმარი ვარ. აღნიშნულ კლუბში სხვა პირებთან ერთად გავიცანი დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, ქეთი მურუსიძე და მიხეილ მიქაძე, რომლებსაც ასევე უყვართ კლუბური ცხოვრება. დროთა განმავლობაში მათ დავუმეგობრდი. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები და ერთმანეთთან ტელეფონითაც ვკონტაქტობდით. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიმყოფებოდი ღამის კლუბ "გალერეაში" ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ მითხრეს, რომ კლუბური ნარკოტიკი "მდმ" და "ექსტაზი" ჰქონდათ და შემომთავაზეს "მდმ" 100 ლარად, ხოლო "ექსტაზი" 180 ლარად... დავთანხმდი და შევუთანხმდი, რომ ვიყიდდი შემდგომ ჯერზე, როცა მოვიდოდი "გალერეაში". მაგრამ გავაცნობიერე, რომ ისინი მიბიძგებდნენ დანაშაულისკენ, ასევე გავაცნობიერე ისიც, რომ აღნიშნულ კლუბში ხშირად დადიან არასრულწლოვნები და შესაძლებელია მათაც შესთავაზონ ნარკოტიკი. ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში განმეცხადებინა... მინდა აღვიჭურვო სათანადო აღჭურვილობით და ვამხილო ისინი...

...24 მარტს გამომძიებლისგან გადმომეცა 500 ლარი... ამის შემდგომ ნებაყოფლობით აღვიჭურვე ფარული აუდიო და ვიდეომოწყობილობით და წავედი ღამის კლუბ "გალერეაში", სადაც­ შემხვდა ლაშა მამულაიშვილი. ვუთხარი,­ რომ მსურდა კარგი ხარისხის ნარკოტიკ­ული საშუალების შეძენა. მან მითხრა, რომ 70 ლარში იყო კლუბური ნარკოტიკი "ლსდ". შემდეგ დამტოვა და რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა, ამოიღო ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მუყაოს ფირფიტები, იქიდან ერთი ფირფიტა მოახია და მომყიდა 60 ლარად. მას გადავეცი ეს თანხა და დავშორდი, მერე გამოვედი კლუბიდან... იქვე ახლოს, რუსთაველის გამზირზე, 34 ნომერთან მელოდებოდა გამომძიებელი და მას გადავეცი ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჩემ თვალწინ დაილუქა...

...26 აპრილს მესენჯერში დამიკავშირდა­ ქეთი მურუსიძე და მითხრა, რომ მას ჰქონდა­ ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზის"­ ერთი აბი და შეეძლო ჩემთვის 100 ლარად მოეტ­ანა. შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი კოსტ­ავაზე, "მაკდონალდსის" გვერდით სკვერში.­ გამომძიებელმა­ გადმომცა­ 100 ლარი და წავედი აღჭურვი­ლი. შეთანხმებულ ადგილას­ დამ­ხვდა ქეთი მურუსიძე, რომელმაც მომცა­ ერთი აბი, როგორც მითხრა, "ექსტ­აზი". მივეცი 100 ლარი და როცა ვაპ­ი­რე­ბდი დაშორებას, მოვიდნენ მისი მეგო­ბ­­­რები. მერე დავშორდი და გადავეცი გამომძიებელს".

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები