"თუ კალანდია დაიჭირეს, საქმეს ნათელი მოეფ­ინება"
21-05-2018
"თუ კალანდია დაიჭირეს, საქმეს ნათელი მოეფ­ინება"
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელ­ობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა­ 17 მაისს სასამართლო სხდომაზე დუმილი­ დაარღვია და განაცხადა, რომ მკვლელობაში კიდევ ორი პირი მონაწილეობდა. მეორე ბრალდებულის დაკითხვას სასამართლო 24 მაისს გეგმავს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ლ დეკემბერს მოზარდთა ქუჩურ გარჩე­ვებს 51-ე სკოლის მოსწავლეები: დავით­ სარალიძე და ლევან დადუნაშვილი შეეწირნენ.­ მკვლელობაში ბრალდებულ­ ორ არასრულწლოვანს პატიმრობა აქვს შეფა­რდებული.

"ჩვენება პოლიციამ გააქრო"

ზაზა სარალიძე, დათოს მამა: - ბრალდებულმა დაასახელა ის ორი პირი, რომლებიც მკვლელობაში მონაწილეობდნენ,­ მა­გრამ
დღემდე არ დაუკავებიათ. მათ რაღ­აც­ საგანი სჭერიათ ხელში­ და დათ­ოს­ უქნე­ვდ­ნენ. დასახელებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი მიხეილ კალანდია­ (მასზე საჯაროდ შემიძლია საუბარი, ვინაი­დან სრულწლოვანია). დაკითხულმა დაადას­ტუ­­რა, რომ დანას იქნევდა, მაგრამ არ უთქ­ვამს, ვის და სად დაარტყა. ბრალდებუ­ლის­ ჩვენებით დასტურდება, რომ დათოს მკვ­ლე­ლობის საქმეში ოთხი
მოზარდი ფიგუ­რირებს.
პროკურატურა, სავარაუდოდ, შეეცდება ბათილად ჩათვალოს მისი ჩვენება და თქვას, ბრალდებულმა სასჯელის შემსუბუქების მიზნით დაასახელა სხვა პირებიო. არადა, ამ ბიჭმა სიმართლე თქვა.

- ბრალდებულის ნათქვამი წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენების იდენტურია?

- ამბობს, წინასწარი გამოძიებისას ძველი თბილისის სამმართველოში დამკითხეს და როდესაც იქიდან ქალაქის სამმართველოში გადავყავდი, პოლიციელები მეუბნებოდნენ, თუ იმას არ იტყვი, რასაც გეტყვით, მამაშენსაც დავიჭერთ და შენცო, ამიტომ გამომძიებელმა რაც დაწერა, იმაზეც მოვაწერე ხელიო. ეს ჩვენება­ საქმეში არ დევს, პოლიციამ გააქრო.­ ზვიად კუპრავამ გაარკვია, რომ ეს ყველაფ­ერი მირზა სუბელიანმა "დაალაგა" იმ სამ დღეში, სანამ თანამდებობიდან გადადგებ­ოდა. ბრალდებულს ზუსტად არ განუმა­რტავს, თვითონ რა და როგორ ჩაიდინა­ (რისი გაუთქმელობის უფლებაც ჰქონდა), მაგრამ თქვა, შემეშინდა, დანა ამოვიღე და ვიქნევდიო.

- ის თუ აღწერა, როცა მოზარდები მორიგებული იყვნენ, რის გამო განახლდა ჩხუბი?

- უნდა შერიგებულიყვნენ და რატომ დაიძაბა სიტუაცია, არ ვიცი, ჩხუბი რომ ატყდა, მეც ჩავერთეო. ბავშვების ნაწილი­ ამბობს, თითქოს მეორე ბრალდებულმა შეაგინა ჩემს შვილს, ხელი გაა­რტყა და ამაზე დაიწყო ჩხუბი, მეორენი - თითქოს დათომ სიგარეტის ნამ­წვი ესროლა, შეაგინა,­ იმან კი დაარტყა. ბევრი დაკითხულის ჩვენებით ისე გამოვიდა, თითქოს დათომ დაიწყო ყველაფერი. იოლია მკვდ­არზე ხელის შეხოცვა...

- ლევანზე რა თქვა ბრალდებულმა?

- ბრალდებულმა ისევ ის მოზარდი­ დაასახელა, რომელიც დათოს უქნევდა­ დანას. ლევანის მკვლელობაშიც­ ორი პირი მონაწილეობდაო, თუმცა არ უღიარებია­, ლევანს დანა მე დავარტყიო. პროკურატ­უ­რამ დაარწმუნა დადუნაშვილის ოჯახი, რომ ლევანის მკვლელი მხოლოდ ეს ბრ­ა­ლ­დებულია,­ ისევე, როგორც მე მარწმუნ­ე­ბენ, დათოს მკვლელები დაკავებული არიანო. თუ კალანდია დაიჭირეს, ამ საქმეს ნათელი მოეფ­ინება. ვიცი, კალანდიების ოჯახმა­ როგორ გადაყ­არა შვილის ტანსაცმელი და როგორ ცდილო­ბდნენ ბიჭის გადამალვას. მეორე მოზარდის მამა მღვდელია, ვესაუბრე და დარწმუნ­ე­ბულია, რომ მის შვილს დანა არ ჰქონია.

"მან მომიკლა შვილი"

ნათია საყვარელიძე, ლევან დადუნაშვილის დედა: "არ ვეთანხმები ზაზა სარალ­იძის განცხადებას, რომ ბრალდებუ­ლმა "სრული ჭეშმარიტება მოუყვა სასამართლოს". მას ბრალი ედება როგორც დათოს,­ ისე ლევანის მკვლელობაში. ახლა თავს იმა­რთლებს და უარყოფს, რომ ლევანს­ დანა დაარტყა. არადა, მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებს, რომ მან მომიკლა შვილი. სხდომაზე სხვებმაც დაადასტურეს ბრალდ­ებულის ბრალეულობა. აღმაშფოთებელია დაცვის პოზიციაც - ერთი მხრივ, აცხად­ებენ, რომ ბრალდებულმა "სრული ჭეშმარიტება" თქვა და მეორე მხრივ, აღარაფერს ამბობენ იმაზე, რომ "მოწმემ" შეცვალა ჩვენება. როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ. ამ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში არ მინდა ლევანის სახელი ახსენონ".

"ბრალდებულმა იმათკენ გაიშვირა თითი, რომლებმაც ამხილეს"

ხათუნა მაღლაკელიძე, დადუნაშვილ­ების ოჯახის ადვოკატი: "მთელი სხდომა­ გვესმოდა, ბრალდებული ბავშვია და მოწი­წებით უნდა დავკითხოთო. ლევანიც და დათოც ბავშვები იყვნენ, მაგრამ უმოწყალოდ დაჩეხეს. თურმე ბრალდებული ციხეში მეცადინეობს, უმაღლესში ჩაბარება უნდა. ლევანი ოქროს მედალოსანი იყო, მასაც უნდოდა უმაღლესში ჩაბარება, მაგრამ...­ ბრალდებულს შეეძლო გულწრფელი ჩვენება­ ადრე მიეცა და 6 თვის გასვლას და მოწმეთა ჩვენებებს არ დალოდებოდა. მან იმ პირებისკენ გაიშვირა თითი, რომლებმაც სასამართლო პროცესზე ამხილეს. თურმე ლევან დადუნაშვილი საერთოდ არ უნახავს და სახეზეც ვერ ცნობდა. მაშინ საიდან აღმოჩნდა მის დანაზე ლევანის სისხლი და დნმ?".

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები